მთავარისიახლეებიუკრაინაშეხლა-შემოხლა უკრაინის რადასთან - დაშავებულია 14 სამართალდამცველი

შეხლა-შემოხლა უკრაინის რადასთან – დაშავებულია 14 სამართალდამცველი

Published on

გუშინ კიევში, უკრაინის პარლამენტის შენობასთან  მიმდინარე მიტინგის მონაწილეებმა  საბურავები მიიტანეს და მათთვის ცეცხლის წაკიდება სცადეს, მაგრამ  პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და შეტევაზე გადავიდა. სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის კიევის სამმართველოს პრესსამსახური იუწყება.
 
„ამჟამად დადგენილია, რომ პარლამენტთან მომხდარი მოვლენების შედეგად 14 პოლიციელი დაშავდა. მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს“. – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. თუმცა არაფერია ნათქამი იმაზე, რომ პოლიციელები ხალხს სასტიკად გაუსწორდნენ – ნაცემია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ბევრმათგანს ექიმების დახმარება დასჭირდა.   ,,მოლოტოვის კოქტეილები'', რომელზედაც მიუთითებს შსს , სინამდვილეში იყო ბოთლებში ჩასხმული საწვავი, როგორც საბურავებისთვის ცეცხლის შესანთები საშუალება და მხოლოდ პოლიციის გამოხდომის შემდეგ იქნა გამოყენებული თავადაცვის საშუალებად., თუმცა ბოლომდე ესეც არ არის დადასტურებული. 
 
 
აქვე ნათქვამია,  რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  პარტიის, „ახალი ძალების“ მოძრაობის მიერ ორგანიზებული „კარვების ქალაქის“  წარმომადგენლებმა მოაწყვეს.
მიხეილ სააკაშვილმა თავის მხრივ განაცხადა, რომ არც მას, არც მის პოლიტიკურ მოძრაობას ამ მოვლენებთან კავშირი არა აქვთ. ,, თუმცა ვინც არ უნდა იყოს რადასტან გამართული საპროტესტო აქციის ორგანიზატორი – ხალხის უსასტიკესი ცემა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, საშინელებააა -უკრაინა  2014 წელშიბრუნდება''
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...