მთავარისიახლეები"ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!"- გირჩი-მეტი თავისუფლება...

“ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!”- გირჩი-მეტი თავისუფლება და დროა

Published on

ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ევროპული მომავლისთვის იბრძოდა – ასე აფასებს “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “დროა” რუსული კანონის ხელახლა დაინიცირების განაცხადს. პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.

“რუსული კანონის დაბრუნება ივანიშვილის თავხედური პროვოკაციაა ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეთა თავგანწირვისა და ევროკავშირის მიერ გეოპოლიტიკური გარემოს სწორი შეფასების წყალობით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, საქართველოს რუსულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამ ისტორიულ მომენტში, ქვეყანას დამატებითი დაბრკოლება შეუქმნას.

ეს არის ივანიშვილის შურისძიება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ერთად ვიბრძოდით თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის, მარტის მოვლენების დროს. ეს პროვოკაცია განსაკუთრებით თავხედური და ცინიკურია იმ ფონზე, როდესაც ლაზარე გრიგორიადისი კვლავაც ციხეში პოლიტიკურ მძევლად რჩება.

საქართველო ევროპაა და არასოდეს იქნება რუსეთი!

მიგვაჩნია, რომ ამ თავხედურ თავდასხმაზე ერთადერთი ადეკვატური პასუხი არის „არა რუსულ მთავრობას!“. ამ გეოპოლიტიკურ ბრძოლაში გამარჯვება საჭიროებს ქართული საზოგადოების სრულ კონსოლიდაციასა და გაერთიანებას.

ჩვენ ვიბრძოდით, ვიბრძვით და ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.

არა რუსულ რეჟიმს!” ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...