მთავარისიახლეებიპოლიტიკადღევანდელი მონაცემებით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% - პრემიერი

დღევანდელი მონაცემებით, ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60% – პრემიერი

Published on

საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება “კოლექტიურ ნაცმოძრაობას” გამარჯვების შანსს არ მისცემს. 

მისი თქმით, რაც უფრო მეტი 2 და 3%-იანი პარტიები იქნება, მით უკეთესია ხელისუფლებისთვის და მმართველი პარტიისთვის:

“რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაცმოძრაობის” მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია ვერ ლახავს საარჩევნო ბარიერს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, მით უკეთესი. რა თქმა უნდა, ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, თითოეული მათგანი არის მხილებული ოფიციალურად დანაშაულში.

როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი საქართველოში, შესაბამისად, ქართული საზოგადოება, ამ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”, ამ კონკრეტულ ადამიანებს, წარმატების ვერავითარ შანსს ვერ მისცემს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...