მთავარისიახლეებიპრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის -...

პრეზიდენტის მიზანია, არჩევნებს საფრთხე შეექმნას, მორალური უფლება არ აქვს კალანდარიშვილთან შეხვედრის – კობახიძე

Published on

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრის გამო. ამ შეხვედრაზე პრეზიდენტმა ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკრიტიკა.

კობახიძის განცხადებით, ზურაბიშვილი შეუერთდა “კოლექტიური ნაცმოძრაობის სპეკულაციურ კამპანიას” ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, პრეზიდენტის მიზანია, რომ არჩევნებს საფრთხე, პრობლემა შეექმნას.

“სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება ხვდებოდეს პირველი – ცესკოს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, თქვენ გახსოვთ, რომ მიუხედავად კომისიის გადაწყვეტილებისა, მან კალანდარიშვილი არ წარადგინა ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, რატომ, იმიტომ რომ კალანდარიშვილს თავის დროზე მხარი არ დაუჭირეს ხაბეიშვილმა, სამადაშვილმა, ვაშაძემ და სხვებმა. შესაბამისად, ზურაბიშვილს რა თქმა უნდა მორალური უფლება არ აქვს ხვდებოდეს კალანდარიშვილს, ეს ერთი და მეორე საერთოდ არ აქვს მას მორალური უფლება საუბრობდეს არჩევნებზე, იმიტომ, რომ ის პირდაპირ თავისი ვეტოთი მხარს უჭერდა ჩიხის შენარჩუნებას ცესკო-ში. ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს სალომე ზურაბიშვილი”, – თქვა კობახიძემ.

სიახლეები

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...

მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს. მას...