მთავარისიახლეებისამართალიდღეს ციხიდან გამოსული შაქრო კალაშოვი, შესაძლოა, პირდაპირ ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავროს

დღეს ციხიდან გამოსული შაქრო კალაშოვი, შესაძლოა, პირდაპირ ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავროს

Published on

შაქრო კალაშოვი თავისუფალია – ის, შესაძლოა, პირდაპირ ოკუპირებულ აფხაზეთში გაემგზავროს. შაქრო კალაშოვი სასჯელს კრასნოდარის მხარის უსტ-ლაბინსკის რაიონის დასახლება დვუბრატსკიში მდებარე კოლონიაში იხდიდა და ვადაზე ადრე, ე.წ. უდოთი გაათავისუფლეს. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, კონკრეტულად კი ფაქტობრივად, ცალ თვალში მხედველობა თითქმის დაკარგა.

“შაქრო მოლოდოი” 2010 წელს დააკავეს, ორი წლის შემდეგ კი ათწლიანი სასჯელი მიუსაჯეს, გამოძალვისთვის (მოსკოვში პრესტიჟული რესტორნის დირექტორს არეკეტებდა).

როგორც მისი ახლობლები და გარემოცვა ამბობს, ციხიდან გამოსული კალაშოვი, შესაძლოა, პირდაპირ სოჭში ან ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ქალაქში წავიდეს, სადაც ასევე, ბევრი ახლობელი ჰყავს.

იმასაც ამბობენ, რომ შაქრო კალაშოვის გამოსვლა ბევრ დაპირისპირებას მოჰფენს ნათელს და საბოლოო წერტილსაც დაუსვამს. ვარაუდობენ, რომ “კანონიერი ქურდების” თავებიც დაიყრება…

სიახლეები

შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე გიორგი გედენიძეს 2000-ლარიანი...

საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელზე ძებნა გამოცხადდა

საქართველოს რკინიგზის ყოფილ ხელმძღვანელზე, დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა - სუს-მა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ჯამში...

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...