მთავარისიახლეებისაზოგადოება2017 წელს საქმიანობის უფლება 93 ექიმს შეუჩერდა

2017 წელს საქმიანობის უფლება 93 ექიმს შეუჩერდა

Published on

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ 2017 წლის ანგარიში წარადგინა.სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს დეპუტატებს უწყების უფროსის მოადგილემ თემურ პირველაშვილმა გააცნო. 2017 წელს სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებების შემოწმების დროს 1036 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი დაიწერა. აქედან 821 წამლისა და ფარმაცევტულ საქმიანობასთან დაკავშირებით, 119 სალიცენზიო-სანებართვო პირობების დარღვევაზე, 79 მაღალი რისკის შემცველ საქმიანობას ეხებოდა, 11 უკანონო საექიმო და სამედიცინო საქმიანობას, 6 კი სამედიცინო დოკუმენტაცის დარღვევა იყო.სასამართლო განხილვის შედეგად, 841 დარღვევიდან დაჯარიმდა 620 სამედიცინო და ფარაცევტული დაწესებულებები, 208-ს შენიშვნა მიეცა და ორზე საქმე შეწყდა. ჯარიმის საერთო რაოდენობა 1 171 100 ლარია. საბჭომ 2017 წლის განმავლობაში 302 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. 207 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს, ხოლო 93 ექიმს შეუჩერდა საქმიანობის უფლება სხვადასხვა ვადით, 1-დან 4-თვემდე და 2-ს არ დაეკისრა პასუხისმგებლობა.

სიახლეები

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა

საქართველოში რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო შეიქმნა - ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული "სპუტნიკი" ავრცელებს და წერს, რომ...

„ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“. -კობახიძის აღიარება

ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო....

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო

ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე, თაღლითობისა და „ფულის გათეთრების" ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმე...

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა

26 მაისს სომხეთში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩავა - სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს...