მთავარისიახლეებიპოლიტიკაკანონპროექტი: უნებართვოდ მგზავრის გადაყვანისთვის ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

კანონპროექტი: უნებართვოდ მგზავრის გადაყვანისთვის ტაქსის მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება

Published on

შესაბამისი ნებართვის გარეშე ან სანებართვო პირობების დარღვევით, ტაქსით მგზავრის გადაყვანა გამოიწვევს ჯარიმას 200-200 ლარის ოდენობით. ამის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებათა პაკეტში წერია, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
 
ცვლილებების თანახმად, გათვალისწინებული ჯარიმების ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის გათვალისწინებული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ამ მუხლით გათვალიწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
 
“ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის, ან ავტომესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ნათქვამია კანონპროექტში.
 
კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები კახა კუჭავა და ნინო წილოსანი არიან.

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...

ზუგდიდში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ზუგდიდში - შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა

რუსეთის 15 რეგიონში საწვავის გაყიდვა შეიზღუდა ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს და წერს, რომ ბენზინისა...