მთავარისიახლეებისაზოგადოებაუკრაინაში გმირულად დაცემული "ჭანო" სამშობლოში გამოაცილეს

უკრაინაში გმირულად დაცემული “ჭანო” სამშობლოში გამოაცილეს

Published on

ქართველი მეომარი, რომელიც უკრაინაში 2012 წლიდან იბრძოდა და ცოტა ხნის წინ გმირულად დაეცა, საქართველოში გამოაცილეს. კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძრიდან თანამებრძოლები და მეგობრები თენგიზ ჭანიას დაემშვიდობნენ.

“გაგაცილე შენი სახლისკენ, ჩემო ძმაო… როგორ მენანები მიწისთვის, სიზმარში მგონია თავი, გაანათლოს შენი მეომარი სული… შეხვედრამდე, თენგიზ, ჯიმა! ზაალის გუში მუდამ დარჩები…”, – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მეგობარსა და თანამებრძოლს კიევში დღეს ზაალ ლატარია – ერთ-ერთი გამორჩეულთაგანი მათგან, ვინც დღეს უკრაინის დასაცავად იბრძვიან.

 თენგო ჭანია, იგივე “ჭანო” მესამე მოიერიშე ბრიგადის (“აზოვი”) მებრძოლი იყო და ავდეევკის მიმართულებაზე მას შემდეგ დაეცა გმირულად, რაც მტრის სანგარი აიღო და მისი მისამართით ჭურვი ისროლეს.

“ჭანო”, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეეცაა, ოჯახთან ერთად ანაკლიაში ცხოვრობდა. ის ორი შვილის მამა იყო და არის კიდეც – საამაყო მამა…

“ჭანო” უკრაინიდან საქართველოსკენ კიევის წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძრიდან გააცილეს. საქართველოში ცხედრის ჩამოსვენების თარიღს დაზუსტების შემდგომ აუცილებლად გაგაგებინებთ…

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...