მთავარისიახლეებისაზოგადოებადღევანდელ სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისი დუმილს დაარღვევს

დღევანდელ სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისი დუმილს დაარღვევს

Published on

ერთ საათში დაიწყება მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი პროცესი. მხარეებმა სხდომაზე დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან. ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე დუმილს დაარღვევს ლაზარე გრიგორიადის, რომელსაც ჩვენება არ მიუცია და არც რომელიმე პროცესზე უსარგებლია სიტყვით.

მოსალოდნელია, რომ მოსამართლე ზვიად შარაძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

“არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის წარმოდგენილი ბრალდების მხარის მიერ, რაც დაადასტურებდა ლაზარეს ბრალეულობას როგორც მოლოტოვის კოქტეილის სროლაში, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებაში, იგულისხმება შსს-ს ბალანზე არსებული ავტომობილი. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარემ არაერთხელ განმარტა და ჯერ კიდევ რამდენიმე ხნით ადრე განვმარტეთ, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი გამამართლებელი განაჩენის, ჩვენ გვაქვს მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის”, – ამბობს ადვოკატი.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში ლაზარე გრიგორიადისი მეორე დღესვე მიმართავს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...