მთავარისიახლეებიმსოფლიო130-ზე მეტი მოკლული, ოთხი დაკავებული | დარბაზში ქართველიც იყო - ტერაქტის დეტალები

130-ზე მეტი მოკლული, ოთხი დაკავებული | დარბაზში ქართველიც იყო – ტერაქტის დეტალები

Published on

დეტალური და ოპერატიული ინფორმაცია მოსკოვში მომხდარი ტერაქტის შესახებ, შესაბამისი ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალით, წაიკითხეთ ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე. 


მოსკოვში, “კროკუს სითი ჰოლში” 23 მარტის ღამეს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 133-მდე გაიზარდა. ნანგრევებქვეშ ცხედრებს ამ დრომდე ეძებენ. დაკავებულია ტერაქტის შემსრულებელი 4 პირი და 7 ეჭვმიტანილი. 

ნანგრევებქვეშ 20 ადამიანის ცხედარი იპოვეს, თუმცა ექსპერტები, რომლებმაც კამერების ჩანაწერები შეისწავლეს, ვარაუდობენ, რომ ჭერის ჩამონგრევის მომენტში დარბაზში დაახლოებით 200 ადამიანი მაინც იყო. მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. 

ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, “კროკუს სიტის” ტუალეტებში 28 ცხედარია ნაპოვნი, ხოლო ერთ-ერთ საევაკუაციო კიბეზე – 14 ცხედარი, ყველანი კვამლის შედეგად გაიგუდნენ, ცხედრებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები არა აქვთ.

სიკვდილის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები და კვამლით გაგუდვაა. ცხედრების დაახლოებით ნახევარია ამოცნობილი. ორი ტერორისტი დაკავებულია, ისინი ტერაქტის შემდეგ თეთრი ფერის “რენოთი” გარბოდნენ, როცა დააკავეს. რუსეთის ფსბ აცხადებს, რომ ტერაქტი დეტალურად იყო დაგეგმილი, ხოლო ტერორისტები უკრაინის მიმართულებით აპირებდნენ გაქცევას, სადაც მათ თავშესაფარს დაჰპირდნენ. ამ განცხადებით რუსეთმა, ფაქტობრივად, ტერაქტის თანამონაწილეობაში, მინიმუმ, ხელშეწყობაში დაადანაშაულა უკრაინული მხარე.

თეთრ “რენოში” დაკავებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ამბობს, რომ მქადაგებლისგან მიიღო დავალება, მოეკლა ადამიანები მოსკოვში, ხოლო საზღაურად ნახევარი მილიონი რუბლი გადასცეს.

ამ დროისთვის სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობას გადის ტერაქტის დროს დაზარალებული 107 პაციენტი, აქედან სამი – ბავშვი. 15 პაციენტი განსაკუთრებით მძიმე, 42 კი – მძიმე მდგომარეობაშია.

ქართველი გოგონა სოფიკო კვირიკაშვილი ტერაქტის დროს “კროკუსის” დარბაზში სხვა მოაქლაქეებთან ერთად იმყოფებოდა, მაგრამ გადარჩა – მან ფოიეში სროლის დაწყებისთანავე სცენაზე აირბინა და სათადარიგო გასასვლელისკენ გაიქცა. როცა ტერორისტები დარბაზში შეიჭრნენ, ის უკვე სამშვიდობოს იყო რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად. ეს ფოტო მან სროლის დაწყებამდე ათიოდ წუთით ადრე გადაიღო.

“კროკუსის” იმ სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ანალიზი, რომლებიც ხანძარს გადაურჩა, მიუთითებს, რომ თავდამსხმელები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოოქმედებდნენ და გაწვრთნილი, მსგავს თავდასხმებში ჩახედული პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. მათ წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული როგორც შენობაში შეღწევის, ასევე გამოღწევის ხერხები. ტერორისტებმა შენობა იმ ადამიანთა ჯგუფთან ერთად დატოვეს, რომლებიც პარკინგიდან გავიდნენ. თავდამსხმელებმა, სავარაუდოდ, იარაღი ტანსაცმელში დამალეს და ხალხს შეერივნენ.

“კროკუს სითი ჰოლში” მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ვლადიმირ პუტინი მოკლე ვიდეომიმართვით გამოვიდა. რა თქვა რუსეთის დიქტატორმა პრეზიდენტმა:

• მან მომხდარს “სისხლიანი ტერაქტი” უწოდა და 24 მარტი გლოვის დღედ გამოაცხადა.

• მოსკოვსა და სხვა ქალაქებში დამატებითი ანტიტერორისტული ზომებია მიღებული.

• ტერაქტის უშუალო შემსრულებელი ოთხივე პირი დაკავებულია, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე აპირებდნენ მიმალვას.

• უკრაინის მხრიდან, წინასწარი მონაცემებით, მომზადებული იყო “ფანჯარა” ტერაქტში მონაწილეთა გადასასვლელად.

• რუსეთის ფედერაცია დაადგენს და დასჯის ყველას, ვინც ტერაქტთანაა დაკავშირებული.

• რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობენ ტერაქტის ხელშემწყობთა გამოვლენის მიზნით.

• მათ, ვინც დგას ტერაქტის უკან, არ უნდა მივცეთ საშუალება, ახალი ბოროტმოქმედება ჩაიდინონ.

ტერაქტის უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას, რუსეთი წინასწარ გავაფრთხილეთ – აშშ

 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...