მთავარისიახლეებიმსოფლიოტერაქტის უკან "ისლამური სახელმწიფო" დგას, რუსეთი წინასწარ გავაფრთხილეთ - აშშ

ტერაქტის უკან “ისლამური სახელმწიფო” დგას, რუსეთი წინასწარ გავაფრთხილეთ – აშშ

Published on

ტერაქტისა და რუსეთ-უკრაინის ომის ყველა დეტალი ჩვენს ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე – 100-ზე მეტი ფოტო-ვიდეო და ტექსტური მასალა მხოლოდ წუხელ. 


ბოლო მონაცემებით, “კროკუსში” მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია, 8 დაშავებული ბავშვი კი კლინიკაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, “კროკუსზე” თავდამსხმელი შეიარაღებული პირები ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. გავრცელდა ექვსიდან 4-ის ფოტორობოტი და ვინაობა:

37 წლის მაჰმადრასულ ნასრიდანოვი, 51 წლის რივოჟიდინ ისმონოვი, 21 წლის შაჰინჯონ საფოლზოდა და 29 წლის რუსტამ ნაზაროვი.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, ამას გარდა, აშშ აცხადებს, რომ მათ აქვთ ფაქტები, რაც ტერაქტთან “ისლამური სახელმწიფოს” კავშირს ადასტურებს. ვაშინგტონის მონაცემებით, ტერაქტი ვილიარეთ “ხორასანის” წევრებმა მოაწყვეს. აშშ ოფიციალურად ადასტურებს, რომ რუსეთს წინასწარ აცნობეს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

რას ამბობდა ვლ. პუტინი ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე?

19 მარტს, ФСБ-ს კოლეგიაზე გამოსვლისას, როცა სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა მიღებული აშშ-სგან სადაზვერვო ცნობები “ისლამური სახელმწიფოს მხრიდან” მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, მან უბრალოდ, უგულებელჰყო და არ დაიჯერა:

ის “ღია შანტაჟს” უწოდებდა დასავლეთის განცხადებებს რუსეთში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ:

“ყველაფერი ეს მაგონებს დესტაბილიზაციისა და ჩვენი საზოგადოების დაშინების მცდელობას”, – განაცხადა ვლ. პუტინმა (ТАСС-ის ციტატა). ამავე დროს, მან ФСБ-ს დაავალა, გაეძლიერებინა ანტიტერორისტული საქმიანობა.

სიახლეები

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესის დასაგეგმად ექიმების კონსილიუმი შეიკრიბება

ელენე ხოშტარიას მკურნალობის პროცესში შესაძლოა უცხოელი ექიმებიც ჩაერთონ - ამის შესახებ "პირველებთან" კოალიცია “ცვლილებისთვის“...

სასკოლო წიგნების ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი-მიქანაძე

კონცეფცია იცვლება, ყდებზე ეროვნული ღირებულებები იქნება წარმოჩენილი. მოგიყვანთ მარტივ მაგალითს, ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ქართული...

“ სკოლის ფორმებს საზოგადოება მიესალმება, ფასს უახლოეს დღეებში დავადგენთ” – მიქანაძე

ივანიშვილის განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მტკიცებით, სასკოლო ფორმებს "საზოგადოება მიესალმება". მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში...