შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული პირი დააკავა. როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა, ნივთმტკიცებად ამოღებულია მკვლელობის იარაღი დანა. „შსს-მს თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. სამართალდამცველებმა 1997 წელს დაბადებული ლ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში შურისძიების მოტივით მეგობარს 1997 წელს დაბადებულ ა.ნ-ს ცივი იარაღთ სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ძიება 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს“-განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
შსს-მ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სიახლეები
საზოგადოება
ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა
ალეკო...
საზოგადოება
ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია
ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...
საზოგადოება
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...
მსოფლიო
რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის
რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...