მთავარისიახლეებიპოლიტიკარამ გაანაწყენა ღარიბაშვილი ლიტვაში?

რამ გაანაწყენა ღარიბაშვილი ლიტვაში?

Published on

ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა, თუმცა  საქართველოს პრემიერმინისტრმა და დელეგაციის სხვა წევრებმა ლიტვა ისე დატოვეს, რომ ვიზიტი არ შეუჯამებიათ. 

 

ლიტვაში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის გაშუქების ნორმალური საშუალება არც ქართულ და არც ადგილობრივ მედიასაშუალებებს მიეცათ.  ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ რიგ შემთხვევებში ისინი ვერ ახერხებდნენ შეკითხვების დასმას და პასუხების მიღებას. ამ შინაარსის სტატიები ლიტვაში უკვე დაიბეჭდა. 

შესაძლოა ქართული დელეგაციის განაწყენება ლიტველი პოლიტიკოსების პოზიციამ განაპირობა. ვიზიტის პირველივე დღეს ლიტვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია მედიიის გარშემო განვითარებული მოვლენებით. 

ქართველი და ლიტველი ჟურნალისტები არ დაუშვეს ლიტვის სეიმში ირაკლი ღარიბაშვილსა და დეპუტატებს შორის გამართულ შეხვედრაზეც.

თუმცა კურიერმა ლიტვის სეიმის წარმომადგენლებთან გასაუბრება შეძლო და დაინტერესდა თუ რა თემებზე ისაუბრეს შეხვედრის დროს მხარეებმა. აღმოჩნდა, რომ ლიტველი დეპუტატები შეხვედრაზე პოლიტპატიმრებისა და რუსთავი 2-ის თემით დაინტერესდნენ. დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრა ხანმოკლე ხასიათის იყო, შეკითხვები კი საქართველოს პრემიერისთვის უსიამოვნო. 

ლიტვის სეიმის წევრის, ექს–პრემიერ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, მან საქართველოს პრემიერს რამდენიმე უხერხული კითხვა დაუსვა. „პრემიერ–მინისტრთან შეხვედრა ხანმოკლე იყო. მე მას რამდენიმე უხერხული შეკითხვა დავუსვი, ვინაიდან ის ლაპარაკობდა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატია. ერთი ეხებოდა გიგი უგულავას საქმეს, მეორე „რუსთავი 2“–ზე იყო. მე ვუთხარი მას, რომ მახსენდება, რასაც პუტინი აკეთებდა 2000 წელს. ზუსტად მსგავსი ახსნა–განმარტება გაკეთდა, რომ ეს იყო კერძო დავა და მთავრობას მასთან არაფერი ესაქმება. მესამე შეკითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულ ვანდალურ თავდასხმებს ეხებოდა. მე ვუთხარი, რომ თუ ის გაგრძელდება, რაც ახლა საქართველოში ხდება, ჩვენ გაგვიჭირდება, დავიცვათ საქართველოს სურვილი, შეუერთდეს ნატოსა და ევროკავშირს, რადგან მთავარი პრინციპები კანონის უზენაესობა, მედიის თავსიუფლება და დემოკრატია სრულად უნდა იყოს დაცული, თუ ქვეყანას ნამდვილად აქვს დასავლურ გაერთიანებაში გაწევრიანების სურვილი“,– განაცხადა კუბილიუსმა.

 

ბოლო შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტვის პრეზიდენტთან გამართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები არც ამ შეხვედრებს ესწრებოდნენ.

 

 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...