მთავარისიახლეებისაზოგადოებამიშელის თქმით, ევროპა "ომის ეკონომიკის" რეჟიმზე უნდა გადავიდეს

მიშელის თქმით, ევროპა “ომის ეკონომიკის” რეჟიმზე უნდა გადავიდეს

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირი “ომის ეკონომიკაზე” უნდა გადავიდეს და ყველაფერი გააკეთოს კიევის გამარჯვების უზრუნველსაყოფად.

მიშელმა გამოაქვეყნა სვეტი ევროპულ გაზეთებში და Euractiv ვებსაიტზე სათაურით
“თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის”, სადაც მან აღწერა ის ნაბიჯები, რომლებიც, მისი აზრით, ევროკავშირმა უნდა გადადგას ამ ამოცანების მისაღწევად.

მიშელი იხსენებს უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარს ომის დაწყებიდან მალევე, როცა ზელენსკიმ უთხრა, რომ მისი ქვეყანა იბომბებოდა და ეს იყო სრულმასშტაბიანი შეჭრა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, იმ მომენტში მიხვდა, რომ მთელი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა, სამუდამოდ შეიცვალა – “მასთან ერთად ევროკავშირიც სწრაფად უნდა შეიცვალოს”.

მიშელი წერს, რომ ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ – “ცხადი გახდა, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში, ისევე, როგორც ის არ გაჩერებულა ყირიმში 10 წლის წინ”. მისი თქმით, კრემლი აგრძელებს სიტუაციის დესტაბილიზაციას მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და აფრიკის ქვეყნებშიც კი.

“თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და თუ ჩვენ არ გავუწევთ საკმარის დახმარებას უკრაინას, ჩვენ ვიქნებით შემდეგი. […] ამიტომ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ “ომის ეკონომიკის” რეჟიმზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს უსაფრთხოებაზე”, – წერს მიშელი.

მისი თქმით, ევროპა აღარ უნდა იყოს სხვებზე დამოკიდებული, მათ შორის არჩევნების შედეგებზე აშშ-ში თუ სხვაგან.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...