მთავარისიახლეებისაზოგადოებანორვეგიაში ბრეივიკის მოწყობილ ტერაქტზე პირველი ფილმი გადაიღეს

ნორვეგიაში ბრეივიკის მოწყობილ ტერაქტზე პირველი ფილმი გადაიღეს

Published on

ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში აჩვენეს ფილმი "უტოია 22 ივლისი", რომელიც 2011 წელს ნორვეგიაში ანდერს ბრეივიკის მიერ მოწყობილ ტერაქტზეა გადაღებული. ფილმი კუნძულ უტოიაზე, ახალგაზრდულ ბანაკში განვითარებული მოვლენების მხატვრული რეკონსტრუქციაა. ბრეივიკმა იქ 69 ადამიანი მოკლა. ფილმს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: პრემიერაზე დარბაზის ნახევარი მას აპლოდისმენტებით შეხვდა, მეორე ნაწილი – ბრაზიანი შეძახილებით.
 
"უტოია 22 ივლისი" ნორვეგიელმა რეჟისორმა ერიკ პოპემ გადაიღო. კინოკრიტიკოსების თქმით, ფილმი საინტერესოა იმით, რომ მასში მოთხრობილია არა ტერორისტის, არამედ ტერაქტის მსხვერპლთა შესახებ. ბრეივიკის სახელი ტიტრებშიც არ არის.
 
ფილმი, რომელიც მნიშვნელოვანია არამხოლოდ ნორვეგიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, იწყება ოსლოში სამთავრობო შენობებთან მოხდარი აფეთქებებით, რომელიც ბრეივიკმა კუნძულზე გამგზავრებამდე მოაწყო, სადაც ახალგაზრდული ბანაკი იყო განთავსებული. ფილმი 72 წუთს გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც გაგრძელდა ტერაქტი. ამ ხნის განმავლობაში ფილმის გამოგონილი პერსონაჟი 17 წლის გოგო კაიე ეძებს დაკარგულ დას და ცდილობს იმის გაგებას, თუ რა მოხდა.
 
მოვლენები გადაღებულია ერთი ხედით, მონტაჟის გარეშე, ერთდროულად ემოციურად და ნეიტრალურ-რეპორტაჟულად. უწყვეტობის განცდა აქ მთავარია, – ამბობენ კინოკრიტიკოსები, რომლებსაც პოპეს ფილმის მთავარ ღირსებად მისი არა ესთეტიკური, არამედ ეთიკური მხარე მიაჩნიათ. იმ ფონზე, როდესაც ამ ტერაქტში მსოფლიოს თავად ბრეივიკი აინტერესებს, რომელიც თავისი სახელის ტვირთით ისე დაიღალა, რომ ის შეიცვალა და დღეს მას ფიუტოლფ ჰასენი ჰქვია, ერიკ პოპე ფილმს დამნაშავის გარეშე იღებს, რითაც მას სიმბოლურად ისტორიიდან შლის. ამბავი მოზარდების თვალით არის დანახული, რომელთაგან, სიკვდილამდე მკვლელს ვერცერთი ხედავს. 
 
2011 წლის 22 ივლისს კუნძულ უტოიაზე დაღუპულ მოზარდებს შორის იყო 23 წლის ქართველი თამთა ლიპარტელიანიც.

სიახლეები

CBS News: ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორების წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

CBS News-ი ოთხ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის ნავთობის, გაზისა...

ტრამპის ადმინისტრაციამ კიტ კელოგი ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან მოხსნეს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასა და რუსეთში, კიტ კელოგი, ომის დასრულებაზე მაღალი დონის მოლაპარაკებებიდან,...

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...