მთავარისიახლეებითუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას,...

თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, ეს შეიძლება ბოლო არჩევნები იყოს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა აქტიურობისკენ. მისი თქმით, თუ ამ არჩევნებზე ხელისუფლება არ შეიცვალა, თაობისთვის, რომელიც პირველად აძლევს ხმას, ეს შეიძლება ბოლო არჩევნები იყოს.

“ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან აქტიურები, ძალიან ქმედითები, მაფიოზებს ეშინიათ როგორც წესი, ხალხის აქტიურობის და ქმედითობის, ეს არაერთხელ დადასტურდა… თუ ამ არჩევნებში არ მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ჩვენ ავტომატურად მივიღებთ იმას, რომ უკვე ის თაობა, რომელიც პირველად აძლევს ხმას, შეიძლება მათთვის ეს იყოს ბოლო არჩევნები და არასოდეს აღარ იყოს არც საქართველო, აღარც თავისუფალი არჩევნები. ყოფნა არყოფნის საკითხი დგას, გენოციდის შეწყვეტის საკითხი დგას, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით აქტიურები, ჩვენ აუცილებლად ბედის ბორბალს დავატრიალებთ წაღმა და ჩვენ ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოზე, ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს და ვიცით როგორ უნდა გავაკეთოთ”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...