მთავარისიახლეებისაზოგადოებამექსიკაში ხუთი დღის წინ გატაცებული ქართველები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან

მექსიკაში ხუთი დღის წინ გატაცებული ქართველები ამ დრომდე ტყვეობაში რჩებიან

Published on

განახლებული ინფორმაციის თანახმად, ქართველების ჯგუფი, რომელიც მექსიკის გავლით აშშ-ში არალეგალურად გადასვლას ცდილობდა და მექსიკაში ნარკოკარტელის წევრებმა ტყვედ აიყვანეს, თავს კარგად გრძნობენ, თუ შეიძლება ასე ითქვას დატყვევებულ ადამიანებზე. 

მათი ახლობლები ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ დეტალებზე საუბრის უფლება არა აქვთ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები თავს ნორმალურად გრძნობენ, “აძლევენ საკვებს, არ სცივათ და არ სწყურიათ”. 

შემთხვევა დაახლოებით ხუთი დღის წინ მოხდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი განახლებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია, თუ არ ჩავთლით შაბათს, როცა უწყების მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, მექსიკაში საქართველოს საელჩო კავშირზე იყო მექსიკის საემიგრაციო სამსახურთან და ცდილობდა მოქალაქეთა ადგილსამყოფელის დადგენას. 

ნარკოკარტელის წარმომადგენლებმა ქართველები დაახლოებით სამი დღის წინ გაიტაცეს. სავარაუდოდ, გამტაცებლებს ინფორმაცია გადამყვანმა მიაწოდა. სავარაუდოდვე, მოთხოვნილი თანხის ნაწილი, 45 ათასი დოლარი უკვე გადახდილია.

„ჩვენ ვიცოდით, რომ 14 რიცხვში უნდა გადასულიყო [აშშ-ში]“, – ეუბნება „მთავარს“ ანონიმური რესპონდენტი და ამატებს: „14-დან უკვე გათიშული იყო ტელეფონი, 2 დღე არ გამოსულა კონტაქტზე, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით. ვინც მასთან ერთად იყო, ვერც იმას ვერ დავუკავშირდით. გვეგონა ჩვენ, რომ ეს იყო მექსიკის პოლიციაში. როგორც ხდება, როცა აკავებენ ადამიანებს, ართმევენ ტელეფონს. ამ ბიჭმა მიწერა წუხელ ჩემს მეუღლეს, რომ გაიტაცეს. რაღაც დაჯგუფებაა. სარდაფში არის 120 კაცი, სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. 30 კაცი არის ქართველი“.

“მას შემდეგ რაც ადამიანები ჩავიდნენ მექსიკაში, ერთ ერთ ქალაქში, ამ კარტელმა გამოუცხადა ყველას, რომ ვერავინ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებდა. დამოუკიდებლად 5 ადამიანი ვიღაცას დაუკავშირდნენ, ამ ვიღაცამ გაიგზავნა მძღოლი, ისინი იმ სასტუმროდან სადაც გადამყვანს ჰყავდა გაჩერებული იქიდან გაიპარნენ, გაყვნენ დამოუკიდებლად ვიღაცა სხვას, რომელიც დაიჭირეს ქართველებთან ერთად, წაართვეს პირადი ნივთები, გალახეს და გამოაგდეს, თან ფული გადაიხადეს, მაგრამ იმათ იფიქრეს, რომ ესენი მარტო არ იქნებოდნენ. გამოყვნენ უკან და ნახეს ეს ხალხი სადაც იყვნენ.

ეს ხალხი გამოვიდნენ თუ არა ავტობუსებით, დაიჭირეს ეს 30-ვე. ახლა არის ეს სიტუაცია, რომ ამ 30-ვეს გაათავისუფლებაში ითხოვენ ფულს, მექსიკური კარტელის შემთხვევაში ეს სტანდარტული მოვლენაა.

ჩემი ინფორმაციით, მოთხოვნილი 90 ათასიდან 45 უკვე გადახდილია. ახლა ელოდებიან მეორე თანხის გადახდას. ” – ამბობს სხვა წყარო. 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...