მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან - სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

ქართველების მასობრივი დეპორტაცია გერმანიიდან – სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს

Published on

გერმანიის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. მიზეზად უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევა სახელდება.დეპორტირებულებს შორის არიან ისეთი მოქალაქეები, რომლებიც გერმანიაში უვიზო მიმოსვლის შემოღებამდე წავიდნენ. მათ ნაწილს ჰყავს გერმანიის მოქალაქე ოჯახის წევრები, ბავშვები, რომლებიც გერმანიაში ცხოვრების დროს შეეძინათ.სოციალურ ქსელში , ერთ-ერთი დეპორტირებული ქართველი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ოჯახთან ერთად წლებია გერმანიაში ცხოვრობს. მიუხედავად ამისა, გუშინ დილის ხუთ საათზე მის ოჯახში სამართალდამცველები შევიდნენ, რომლებმაც განმარტებების გარეშე, დეპორტაციის მიზნით, პირდაპირ აეროპორტში გადაიყვანეს. გერმანიაში მცხოვრები ორი შვილის დედა, ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ბოლო ოთხი წელია გერმანიაში ცხოვრობს და ჰყავს შვილები, რომლებიც გერმანიაში გააჩინა. მისი თქმით, დილის ექვს საათზე მის სახლში შევიდნენ სამართალდამცველები და შვილებთან ერთად აეროპორტში სამარშრუტო ტაქსით წაიყვანეს. თუმცა მოგვიანებით, იმის გამო, რომ ქალბატონი ფეხმძიმედ იყო და ექიმმა მგზავრობის რეკომენდაცია არ მისცა უკანვე დააბრუნეს.გერმანიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, შესაძლოა, ამ დღეებში დაახლოებით 500-600 ადამიანის დეპორტაცია მოხდეს, რადგან გერმანიის სასამართლოში მათ საქმეებს დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარეობს.ქართველების მასობრივ დეპორტაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია. ,,რუსთავი2“-ი კომენტარის მისაღებად შს სამინისტროში გადაამისამართეს.შს სამინისტროში კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ. მათი განცხადებით, გერმანიაში ჩატარდა რეიდები და სწორედ ამ რეიდებში მოყოლილი 65 ქართველი გამოადეპორტეს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...