მთავარისიახლეები"მსურს, მივულოცო პუტინს არჩევნებში გამარჯვება, არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი" მიშელი

“მსურს, მივულოცო პუტინს არჩევნებში გამარჯვება, არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი” მიშელი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“მსურს, მივულოცო ვლადიმერ პუტინს არჩევნებში დიდი უპირატესობით გამარჯვება. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი,” – წერს მიშელი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების სამდღიანი ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით ხდება რუსეთის პრეზიდენტი. მის გარდა, არჩევნებში ფორმალურად 3 კანდიდატი მონაწილეობს.

რუსეთი “საპრეზიდენტო არჩევნებს” ატარებს საქართველოს ტერიტორიებზეც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ასევე, უკრაინის დროებით ოკუპირებულ რეგიონებში (დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი, ზაპოროჟიე, ყირიმი). საერთაშორისო თანამეგობრობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ არჩევნების ჩატარებას გმობს.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...

მეცოლა ქართველ ხალხს- არ დანებდეთ, EU ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს

არ დანებდეთ, ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს - ამის...