მთავარისიახლეებიპოლიტიკა"უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს" - სააკაშვილი

“უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს” – სააკაშვილი

Published on

უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვარზე საკონტროლო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციის პროგრამის შეჩერებას მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას უკავშირებს.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია "news one""-ის ეთერში განაცხადა. ინფორმაცია პროექტის შეჩერების შესახებ სააგენტო "როიტერმა“ გუშინ, მაღალი რანგის ევროპელი დიპლომატის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
 
"დღეს, ხელისუფლებაში არსებულმა კორუფციამ მორიგი შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა შეაჩერა პროექტი უკრაინასა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სასაზღვრო პუნქტის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით. პროექტი, რომელსაც უნდა გაემარტივებინა უკრაინის ევროპასთან ურთიერთობა. უკრაინას შეუწყვიტეს ფინანსური დახმარებები საერთაშორიო ორგანიზაციებმა, ევროპა ხურავს პროექტებს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას რომ დაისაჯოს არა უკრაინელი ხალხი, რადგან ქვეყანას ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება ემუქრება, არამედ დაისაჯონ პოროშენკო და ის ადამიანები რომლებიც ქვეყანას ძარცვავენ,“-განაცხადა სააკაშვილმა.

სიახლეები

კობახიძე “ოცნების” არაღიარების შესაძლო კრიმინალიზებას “დროული ინიციატივას” უწოდებს

ირაკლი კობახიძე არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ "თუ პარლამენტი დათანხმდება, შესაძლოა, "კონსტიტუციური ორგანოების არცნობის" შესახებ...

საქართველოში ექსტრადირებული პირი 22 წლის, თამაზ მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულია

22 წლის თამაზ მთივლიშვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული საქართველოშია. შემზარავი მკვლელობის ორგანიზატორის გიორგი პაპაშვილის ექსტრადირება...

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული კახაბერ კვაჭანტირაძის, სიმონ...

მედია- მუამარ კადაფის შვილი, საიფ ალ-ისლამ კადაფი მოკლეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელეკომპანია Al Arabiya-ს ცნობით, ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის შვილი საიფ...