მთავარისიახლეებიშედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც გვაერთიანებს მომავალი ნიკა მელია

შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც გვაერთიანებს მომავალი ნიკა მელია

Published on

შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი – განაცხადა ნიკა მელიამ პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” პრეზენტაციაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

ახალი – ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ ახალი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება დააფუძნეს.

“დღეს ჩვენ ვამბობთ და ვადასტურებთ, რომ შედგა ერთობა, შედგა ერთობა ადამიანებისა, რომლებსაც პირველ რიგში, გვაერთიანებს მომავალი და მომავალია ჩვენი საერთო მიზანი, გამარჯვებაა ჩვენი საერთო მიზანი და არა შურისძიება. სიახლე არის ჩვენი მიზანი, ახლის მოპოვებაა ჩვენი მიზანი და არა წარსულთან ანგარიშსწორება…

რთულ იყო ეს გზა, სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა ეს პროცესი ვყოფილიყავით ერთი საარჩევნო სუბიექტი, ერთი გუნდი გარდა მეგობრებისა, ვყოფილიყავით ერთი სარჩევნო ელექტორალური სუბიექტი, თუ არა და რითი ვიხელმძღვანელეთ? პირველ რიგში – ორი გუნდის ინტერესით, ათობით ათასი აქტიური ამომრჩევლის ინტერესით. შემთხვევით არ ვსაუბრობთ ბევრს მომავალზე. მომავალი არის ის, რაც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შვილებს და უფროსი თაობის წარმომადგენლებს….

ეს ერთობა დარწმუნებული ვარ, მოიტანს ნიჰილიზმის დამარცხებას და გამარჯვების ბაცილის შეიტანს ყველა ოჯახში, ყველა ქალაქში და ყველა დაბაში. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს მომავალს და შესაბამისად, მომავალი არის ჩვენს ხელთ. საკუთარი ბედის მჭედლები ვართ ჩვენ.

მე წარმოვადგენ ათობით ათას თანამებრძოლს. იმ თანამებრძოლებს, რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ რომ მნიშვნელოვანი არის მანკიერი რეჟიმის დასამარცხებლად, არა ფული, არამედ პირველ რიგში ღირსება და სიმართლე. რომლებსაც სჯეროდათ და სჯერათ, რომ გამოსავალი სწორი ღირებულები ერთობაშია გამოსავალი.

მე დარწმუნებული ვარ, დაკვეთას, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, ამ დაკვეთას ჩვენ ვპასუხობთ დღეს.

ცოტა ხანში გვექნება სადამფუძნებლო პარტიული ყრილობა და იქ გამოჩნდეს კიდევ უფრო მკაფიოდ, თუ რამენი ადამიანია მზად იბრძოლოს სიმართლითა და ღირსებით. ჩვენს ბრძოლას, ჩვენს გამარჯვების რწმენას აქვს კონკრეტული სახელი დღეიდან – “ახალი”. ჩვენ გზას წინ მომავლისკენ აქვს კონკრეტული სიმბოლო – ნომერი 4. და მე დარწმუნებული ვარ , რომ ნომერ 4-ს შემოხაზავს ასობით ათასი საქართველოს მოქალაქე, განსხვავებული საქართველოს მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა წინა არჩევნებზე ხელისუფლებასაც კი აძლევდნენ ხმას.” განაცხადა ნიკა მელიამ გაერთიანების პრეზენტაციაზე.

სიახლეები

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს

ტრამპი ამერიკაში დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესს ამკაცრებს. მან ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც...