მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,TV პირველზე" ზეწოლის გამო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" პროკურატურას სარჩელით მიმართა

,,TV პირველზე” ზეწოლის გამო ,,ნაციონალურმა მოძრაობამ” პროკურატურას სარჩელით მიმართა

Published on

,TV პირველზე“ განხორციელებული ზეწოლის გამო ,,ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილი და მოქმედი ვიცე-პრემიერების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება ,,TV პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას დიმიტრი ქუმსიშვილისა და ალექსანდრე ჯეჯელავას მონაწილეობით ცდილობდა.ოპოზიცია მათ დაკითხვას და ყველა იმ პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, ვინც ტელეკომპანიის მფლობელებს აიძულებდა არხის წილები დაეთმოთ.,,ჩვენი მოთხოვნა არის, რომ  დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა სახელმწიფო რეკეტიორების წინააღმდეგ. იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც პირდაპირ ახორციელებდნენ რეკეტს. ეს არის ვიცე პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი , რომელიც გადაიქცა ივანიშვილის პირად რეიდერად, უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობს საზოგადოება.  ასევე განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა. ეს ორი ადამიანი პირდაპირ აძალებდნენ ,,TV პირველის“ მფლობელებს გადაეფორმებინათ წილი სხვა ადამიანზე მესამე პირზე“- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...