მთავარისიახლეებიმსოფლიოომის 747-ე დღე უკრაინაში - სად რა ხდება

ომის 747-ე დღე უკრაინაში – სად რა ხდება

Published on

11 მარტი რუსეთ-უკრაინის ომის ფართომასშტაბიანი მონაკვეთის 747-ე დღეა. დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ფრონტების სხვადასხვა მონაკვეთზე 64 შეტაკება მოხდა, მათი უმრავლესობა – დონეცკის ოლქში.

მტერმა უკრაინის მისამართით 44 სარაკეტო და 88 საავიაციო დარტყმა განახორციელა. ოკუპანტებმა 96-ჯერ გამოიყენეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, დანგრეულია ინფრასტრუქტურა. 

საავიაციო დარტყმების სამიზნეები იყო დასახლებული პუნქტები სუმის, დონეცკისა და ზაპოროჟიის ოლქებში. 

ამავდროულად, ოკუპანტები უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებით, “Shahed”-ებითაც უტევდნენ. სუულ, დღე-ღამის განმავლობაში უკრაინაში გაშვებული 25 “შაჰიდიდან” მეზენიტეებმა 15 ჩამოაგდეს. 

საარტილერიო ცეცხლის სამიზნე იყო 150 დასახლებული პუნქტი ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიის, დნეპროოპეტროვსკის,ხერსონისა და მიკოლაევის ოლქებიდან. 

სიახლეები

Amnesty International აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს – წერილი პროკურორს

amnesty international-ი სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და პროევროპულ აქციაზე დაკავებული კიდევ 9 პირის შესახებ...

რა მოხდება შემდგომ თვეებში? – ნიკა გვარამია სუსის უფროსად მამუკა მდინარაძის დანიშვნას ეხმიანება

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მოძრაობა 'ახალის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია ციხიდან ეხმიანება სუსის ხელმძღვანელად მამუკა...

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

ქმრის მკვლელობისთვის დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე...

ბატონო ელჩო, მოგმართავთ თხოვნით, დაარწმუნოთ ევროპელი ლიდერები, არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია – ზვიად ცეცხლაძე

სინდისის პატიმარი ზვიად ცეცხლაძე ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც ის ევროკავშირის ელჩს მიმართავს. ცეცხლაძე თავის წერილში...