მთავარისიახლეებიპოლიტიკაუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება.

უსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება.

Published on

დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირების საკითხის განხილვა დღეს განახლდება. პროცესი 6 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ბრალდების პოზიციის მოსმენის შემდეგ სხდომა გადადო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობაზე წერილობითი და არგუმენტირებული პოზიციის წარსადგენად სასამართლოს გონივრული ვადა სთხოვა, რაც მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დააკმაყოფილა.
 
გარდა ამისა, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საქმეზე შემოსულია სახალხო დამცველის, საია-ს თავმჯდომარისა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის სასამართლოს მეგობრის პოზიციები, რაც საკმაოდ მოცულობითია და მას დრო სჭირდება, რათა ამ პოზიციებს გაეცნოს.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...