მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს

რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს

Published on

რუსებმა დონეცკის ოლქის სოფელი კლებან-ბიკი დაბომბეს, შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. ინფორმაციას დონეცკის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

“რუსეთის არმიამ KAB-500-ის გამოყენებით ილინივსკაიას სტგ-ის სოფელი კლებან-ბიკი დაბომბა. საჰაერო ბომბის აფეთქების შედეგად დაშავდნენ 48 და 56 წლის ქალები. თავდასხმის დროს ორივე სახლში იმყოფებოდა. დაშავებულები გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ დაუდგინდათ ასაფეთქებლით მიყენებული დაზიანებები, ჭრილობები და ტვინის შერყევა,” – წერია განცხადებაში.

თავდასხმის შედეგად, ასევე, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, ელექტროქსელები და ავტომობილები.

დონეცკის საოლქო პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობით, დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევის ფაქტებზე.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...