მთავარისიახლეებისამართალისამეგრელოში, სამ ლოკაციაზე, 54.000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, დაკავებულია სამი პირი

სამეგრელოში, სამ ლოკაციაზე, 54.000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს, დაკავებულია სამი პირი

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 1 მარტს სამი პირი დააკავეს. 

ერთი ოპერაცია ზუგდიდი- სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ნოჯიხევის მონაკვეთთან ჩატარდა. 

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, სამ ლოკაციაზე, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება”, – წერია უწყების განცხადებაში.

სპეცოპერაცია გამთენიისას ფინანსურმა და ზუგდიდის პოლიციამ ჩაატარა. ამოღებულია 35 ყუთი უაქციზო სიგარეტი, რომელიც სავარაუდოდ ზღვით, ყულევის სანაპირო ზოლის გავლით  ხობის სოფელ თორსაში შემოიტანეს, საიდანაც  კონტრაბანდული სიგარეტის გადატანა ქუთაისის მიმართულებით  უნდა მომხდარიყო.

კონტრაბანდისთვის დაკავებულები თბილისში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი ანალოგიური დანაშაულისთვის უკვე ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრს ქვეშ იმყოფებოდნენ. მათ სასჯელი სამი წელი ციხეში მოიხადეს, სამი კი პირობითი ჰქონდათ შეფარდებული.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...