მთავარისიახლეები"პუტინის წარმოებული საინფორმაციო ომი" გერმანია სამხედროების ჩანაწერის გავრცელებას იძიებს

“პუტინის წარმოებული საინფორმაციო ომი” გერმანია სამხედროების ჩანაწერის გავრცელებას იძიებს

Published on

გერმანია სამხედროების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ რუსეთს ინფორმაციულ ომში ადანაშაულებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთი აწარმოებს ინფორმაციულ ომს, რომლის მიზანიც გერმანიაში განხეთქილებაა.

მანამდე, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჩანაწერი მიუთითებს, რომ ბერლინი ემზადება მოსკოვთან საბრძოლველად.

“ის, რის შესახებაც იქ არის საუბარი ძალიან სერიოზული საქმეა, ამიტომ ახლა ამ ყველაფერს დეტალურად, ინტენსიურად და სწრაფად შეისწავლიან და ეს აუცილებელია” – ამბობს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

ჩანაწერის გავრცელების გზებს გერმანიის საგამოძიებო უწყება იკვლევს. ჩანაწერის ავთენტიკურობა გუშინ დაადასტურა გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ, თუმცა როდისაა ის გაკეთებული უცნობია.

“გერმანიის საჰაერო ძალების მაღალჩინოსანი ოფიცრების ონლაინ კონფერენციის ჩანაწერის გავრცელება არის რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომისა და დეზინფორმაციის გავრცელების მაგალითი. ეს არის იმ საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს, საუბარია ჩვენი ერთობის რღვევაზე. ჩვენი რეაგირება უნდა იყოს ფრთხილი, მაგრამ მკაფიო. ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ პუტინის ანკესს” ამბობს გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი.

შეგახსენებთ, რუსულმა პროპაგანდისტულმა “რაშა თუდეიმ” გამოაქვეყნა 38-წუთიანი ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას. ჩანაწერები დიდი ალბათობით სინგაპურშია გაკეთებული, გერმანიის თავდაცვა ვარაუდობს, რომ ჩამწერი მოწყობილობა სასტუმროში იყო დამონტაჟებული რადგან მისი ერთ-ერთი მონაწილე, სწორედ სინგაპურში გამართულ ონლაინ კონფერენციას ესწრებოდა.

მომხდართან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი, ალექსანდრე ლამბსდორფი უწყებაში დაიბარა

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...