მთავარისიახლეებისაზოგადოება„ოცნებასთან ჩახუტება“ - რას წერს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მაია კალანდია

„ოცნებასთან ჩახუტება“ – რას წერს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მაია კალანდია

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის” საკითხს მხარი დაუჭირა ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე წევრმა, რასაც სხვა ოპოზიციური დეპუტატების მხრიდან უკმაყოფილება მოყვა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაია კალანდია საკითხს სოციალურ ქსელში ‘გამოეხმაურა და ამ ნაბიჯს „ოცნებასთან ჩახუტება“ უწოდა.

“როდესაც საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები, მერიისთვის, სადაც სკამების დეფიციტია, იმდენი ადამიანი ზის შენობაში, ვაკანსიების დამატებას მხარს უჭერ და შენს თანამებრძოლებს, მათ შორის მირანდა მესხის მიერ სამსახურიდან გათავისუფლებულებს, სახლში უშვებ, სხვა არაფერი დაგრჩენია იფიქრო, რომ ქოცებთან ჩახუტებას აქვს ადგილი.”- წერს მაია კალანდია. მისი თქმით, რომ არა ამ ხუთი ადამიანის ხმა, მმართველი პარტია ცვლილებებს ვერ დაამტკიცებდა. საკითხს შესაბამისი კომისიის სხდომებზეც არ ქონია მხარდაჭერა არასკმარისი არგუმენტების გამო.
“ჩვენ ხმა არ მივეცით საკითხს, იმიტომ რომ ცვლილებების აუცილებლობა არ იყო დადასტურებული სათანადო არგუმენტებით“- განმარტავს იურიდიულ, სამანდატო და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბელა მოსია.

„ოდიშინიუსი“ იმ დეპუტატებს დაუკავშირდა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხს, თუმცა არც ერთმა მათგანმა სატელეფონო ზარს არ უპასუხა.
ენმ-ის დეპუტატები საკრებულოში, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის საკითხს:

ირაკლი სორდია

დავით ვეკუა

მერაბ ჭაჭუა

 

ბესიკ ჭეჟია

სიახლეები

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია! ესპანეთმა არგენტინა 1:0 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. ესპანელებმა გამარჯვების მოპოვება...

რესპუბლიკელებმა ირანი რუსეთის სანქციების პროექტში უნდა დაამატონ-ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტში ირანთან...

ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული – ადვოკატი

თელავში ქორწილში, უცხო ქვეყნის მოაქალაქე ქალისთვის დარტყმის ბრალდებით დაკავებული გიორგი ჭიღლაძის ადვოკატის ლაშა კაპანაძის...