მთავარისიახლეებისაზოგადოებასარეკლამო SMS-ებს აბონენტები მაინც მიიღებენ | ნახეთ მიზეზი

სარეკლამო SMS-ებს აბონენტები მაინც მიიღებენ | ნახეთ მიზეზი

Published on

1 მარტიდან სარეკლამო SMS-ებს მაინც მიიღებთ, რადგან უკანონო SMS შეტყობინებების გავრცელებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უფლება აქვს, დააჯარიმოს მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც სარეკლამო SMS–ებს უშუალოდ აგზავნიან და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოში არიან რეგისტრირებულნი. პრაქტიკაში კი, რეკლამის მსურველი ქართული კომპანიების უმრავლესობა SMS მარკეტინგისთვის ქირაობს საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს, რომლებიც რობოტული ტექნოლოგიების გამოყენებით ათასობით შეტყობინებას ავტომატურად აგზავნიან.

შესაბამისად, უცხოური პროვაიდერების მიერ კანონის დარღვევის შემთხვევაშიც კი, ინსპექტორი მათ სანქცირებას ვერ შეძლებს. რეკლამის დამკვეთები კი, სააბონენტო მონაცემებს თავად არ ამუშავებენ და ამიტომ, კანონით გათვალისწინებული ჯარიმა მათ ვერ დაეკისრებათ.

ბევრ ქვეყანაში კანონის აღსრულების უზრუნველსაყოფად, SMS რეკლამის მიმწოდებლებს და ზოგადად, ალფანუმერული შეტყობინებების პროვაიდერებს სპეციალური რეგისტრაცია მოეთხოვებათ.

თუ ისინი რეგისტრირებულნი არ არიან, ტელეკომუნიკაციის კომპანიებს არ აქვთ უფლება, გაატარონ მათი SMS გზავნილები. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელია მათი რეგისტრაციის შეჩერება ან გაუქმება, რაც კანონის აღსრულებას უზრუნველჰყოფს. საქართველოში ასეთი რეგისტრაცია ალფანუმერული SMS–ების მიმწოდებლებს არ მოეთხოვებათ და შესაბამისად, მათი გზავნილებიც შეუზღუდავად ვრცელდება.

საქართველოსგან განსხვავებით, ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში და ა.შ.შ.–ში მოქმედებს სპეციალური რეესტრი, სადაც აბონენტებს შეუძლიათ აღრიცხონ თავიანთი ნომერი და ყველა კომპანიას ერთდროულად აუკრძალონ მასზე ყოველგვარი სარეკლამო SMS–ის გაგზავნა. თუ კომპანიები რეკლამას გაუგზავნიან ამ ბაზაში რეგისტრირებულ აბონენტს, ისინი სანქციებს ექვემდებარებიან.

საქართველოში კი, მომხმარებლებს მოუწევთ თითოეული კომპანიის რეკლამაზე ცალ–ცალკე განაცხადონ უარი და ხშირ შემთხვევაში, ამას, ზემოთ აღწერილი ხარვეზების გამო, არავითარი შედეგი არ მოჰყვება.

სიახლეები

ბათუმში კატერების შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ადგილობრივი მედია აჭარა თაიმსის ინფორმაციით,...

საქართველომ წელს ყველაზე მეტი, 15 მილიონამდე ღირებულების პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა

საქართველომ წელს ყველაზე მეტი პურ-ფუნთუშეული რუსეთისგან იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატზე დაყრდნობით გამოცემა ბიზნესპრესნიუსი...

უკრაინამ სოჭში ნავთობბაზა დაბომბა

უკრაინამ სოჭში Лукойл-ის ნავთობბაზა დაბომბა. ინფორმაცია და ამის ამსახველი კადრები ადგილობრივ Telegram-არხებში ვრცელდება. მათივე...

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...