მთავარისიახლეებიპაპუაშვილის ანგოლაში ვიზიტზე 18 973 ლარი დაიხარჯა, ჯამში პარლამენტართა მივლინებებში 1 939...

პაპუაშვილის ანგოლაში ვიზიტზე 18 973 ლარი დაიხარჯა, ჯამში პარლამენტართა მივლინებებში 1 939 749 ლარი -“ფლანგვის დეტექტორი”

Published on

“ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით მივლინებებში ჯამში 1 939 749 ლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, ყველაზე ძვირი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მივლინება დაჯდა, რომელიც ანგოლაში იმყოფებოდა და ამაში ჯამში 18 973 ლარი დახარჯა.

“ფლანგვის დეტექტორი” წერს, რომ სავარაუდოდ, ანგოლაში მასთან ერთად იმყოფებოდნენ სალომე ქურასბედიანიც და ნიკოლოზ სამხარაძეც, რომელთა მივლინებები 16 744 ლარი და 17 100 ლარი დაჯდა. Ნიკოლოზ სამხარაძე კიდევ ერთი ძვირადღირებული მივლინებების ავტორია, რომელიც ჩილესა და ურუგვაიში შედგა და ჯამში 14 774 ლარი დაჯდა.

2023 წელს ჯამურად ყველაზე ძვირიანი მივლინებები ქვეყნის გარეთ ჰქონდათ:

Ნიკოლოზ სამხარაძე – 24 მივლინება – 152 994 ლარი;
Მაკა ბოჭორიშვილი – 29 მივლინება – 143 476 ლარი;
გივი მიქანაძე – 20 მივლინება – 95 520 ლარი.
“საქართველოს პარლამენტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს პარლამენტის დეპუტატების მივლინებები საზღვარგარეთ ჯამში 1 849 239 ლარი დაჯდა, ხოლო ქვეყნის შიგნით 90 510 ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს დეპუტატების მივლინებებში დახარჯული ჯამური თანხა (1,939,749 ლარი) 2022 წლის ანალოგიურ მონაცემებს 194 077 ლარით აღემატება”, – წერს ორგანიზაცია.

სიახლეები

პოლონეთი უკრაინისთვის $55-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

კიევში ვიზიტის დროს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის ამზადებს ახალ, 200...

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით – დაკავებულია 39 პირი

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს- ცნობით, ორ დღეში სამართალდამცველებმა 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი,...

თბილისში კვების 9 ობიექტს სეს-მა საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში კვების 9 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირება...

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე დააკავეს. ინფორმაციას...