მთავარისიახლეებიავტობუსში მოწყობილი სამალავით საბაჟოზე დაახლოებით 535 000 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა -...

ავტობუსში მოწყობილი სამალავით საბაჟოზე დაახლოებით 535 000 ლარის ოქროს ნაკეთობები შემოიტანა – დაკავებულია ერთი პირი

Published on

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტი აღკვეთეს, რაზეც დაკავებულია ერთი პირი.

უწყების ცნობით, ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, რომელთა სავარაუდო ღირებულება 535 000 ლარია.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის კუთვნილ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავით, საბაჟო-გამშვები პუნქტი სარფის გავლით, საქართველოში შემოიტანა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის საიუველირო ნაკეთობები. გამოძიების ამ ეტაპზე ავტობუსში აღმოჩენილია და ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები, სავარაუდო ღირებულებით 535 000 ლარი. გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ავტობუსში სხვა შესაძლო სამალავების აღმოჩენისა და დამატებით კონტრაბანდული ძვირფასეულობის ამოღების მიზნით” – წერს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

სიახლეები

სვანეთიდან ხის მასალა უკანონოდ გაიტანეს, ბიუჯეტს მიადგა ₾4 მილიონამდე ზიანი – დააკავეს 8 პირი

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 3 926 261 ლარის ზიანის მიყენების...

სუს-ის ბრიფინგი ბოდვა იყო, რაღაცების გადაფარვას ცდილობენ-ნადარეიშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი TV პირველთან საუბარში მისი მეუღლის დაკავებას...

როგორ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს ისე, რომ მიყურადების მინიმალური შანსი არსებობდეს – რჩევები

პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი 25 დეკემბერს სუს-ის ბრიფინგის მთავარ თემას - ინტერნეტ-აპლიკაციების მეშვეობით დამყარებული კონტაქტის...

ბაჩო ახალაია დააკავეს აპლიკაციების მეშვეობით კონტაქტისთვის, რომელთა შინაარსი გამოძიებამ არ იცის

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ უგულებელყო ადამიანის დაკავებისთვის აუცილებელი, მაღალი სტანდარტის მტკიცებულებების მოთხოვნები და...