მთავარისიახლეები"არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს" ფოტიგას ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით...

“არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს” ფოტიგას ცნობით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს

Published on

“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია… არ დავუშვებთ, რომ ციხეში დაიღუპოს”, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრი ანნა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას ეხმაურება, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერის შესახებაცაა საუბარი.

როგორც ირკვევა, რეზოლუციაში ჩასწორებები სწორედ მისი მოთხოვნით შეიტანეს და ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ საააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას.

ასევე, ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში ცვლილებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც შევიდა.

“მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის ციხეში დაიღუპოს. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და უნდა დაბრუნდნენ საქართველოში. დღეს ევროპარლამენტმა მიიღო ჩემი ორი ცვლილება საქართველოს მხარდასაჭერად.”, – წერს ანნა ფოტიგა.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...