მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია - ჰერჩინსკი

საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობა EU-ს საგარეო პოლიტიკასთან, საკმაოდ დაბალია – ჰერჩინსკი

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს

მე არ მინდა გავაკეთო კომენტარი საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე, რადგან ევროკავშირი ამ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. თუმცა, ჩვენ მხარეს ვუჭერთ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს, რათა ყველა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოადგინოს თავისი პროგრამა, იბრძოლოს ამომრჩევლების მოსაზიდად და მომავალი პარლამენტი წარმოადგენდეს საქართველოს საზოგადოებაში არსებული მოსაზრებების მრავალფეროვნებას.” ამბობს ელჩი.

დიპლომატი იმედოვნებს, რომ საარჩევნო პროცესების მიუხედავად, შესრულდება ის 9 დათქმა, რომელიც ქვეყანას ევროკომისიამ განუსაზღვრა გაწევრიანების მომდევნო, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად:

“საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ გადაიდგმება ყველა ნაბიჯი, რათა პროცესი დაჩქარდეს და ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე, რასაც გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება ჰქვია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში წელს არჩევნებია და ენერგიისა და რესურსების დიდი ნაწილი წავა სწორედ წინასაარჩევნო კამპანიაზე, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ამის პარალელურად შესრულდება ის 9 რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიამ ჩამოაყალიბა და წლის ბოლოს ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.” ამბობს ჰერჩინსკი.

დიპლომატი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობის დონე საკმაოდ დაბალია:

9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი, უფრო ზუსტად კი რეკომენდაცია ნომერი ორი, არის ის, რომ საქართველო შეესაბამებოდეს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას. ამ დროისთვის შესაბამისობის დონე არის საკმაოდ დაბალი, განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან და ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს დონე ეტაპობრივად გაიზარდოს. იმისათვის, რომ, როდესაც საქართველოს გაწევრიანების დღე დადგება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. როგორც უკვე ვთქვი, ახლა ეს შესაბამისობა დაბალია. შეინიშნება ზრდის ტენდენცია, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის. ეს ეხება ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც ერთსულოვნად არის შეთანხმებული ყველა, 27-ვე წევრი სახელმწიფოს მიერ და ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატი ქვეყნის პოლიტიკა იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის პოლიტიკასთან და ეს შესაბამისობის დონე იქნება მაქსიმალურად ახლოს 100%-თან.” ამბობს პაველ ჰერჩინსკი.

რაც შეეხება მართლმსაჯულების რეფორმასა და “ვეტინგს”, ამასთან დაკავშირებით, ელჩი ამბობს, რომ დისკუსიები ხელისუფლებასთან ამჟამად მიმდინარეობს, ხოლო მომავალი კვირიდან სამოქალაქო საზოგადოებასთანაც დაიწყება:

“ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეტანილ იქნა ყოველწლიურ მოხსენებაში საქართველოს შესახებ. დისკუსიები ხელისუფლებასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ეს, ამჟამად მიმდინარეობს და მე იმედი მაქვს, რომ ევროკომისია და საქართველოს ხელისუფლება შეთანხმდებიან იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და ეს შეფასებული იქნება გაფართოების შემდეგ მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ოქტომბერში. ახლა ინტენსიური კონსულტაციებია ევროკომისიასა და აქართველოს ხელისუფლებას შორის ცხრავე რეკომენდაციაზე, მათ შორის ვეტინგზე. ჩვენ უნდა დავიცადოთ ოქტომბრამდე და დეკემბრამდე. ამჟამად ჩვენ ვიწყებთ შემდეგი გაფართოების მოხსენების მომზადებას და გვაქვს კონსულტაციები პრაქტიკულად ყველასთან. მომავალ კვირას ვიწყებთ კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში, ისევე როგორც ევროკომისიის მომდევნო რეკომენდაცია. დეკემბერში კი წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, გადავიდეს თუ არა საქართველო მომდევნო ეტაპზე.” თქვა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ამასთან დაკავშირებით, ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოში ახლა არის ისტორიული მომენტი, რაც მოითხოვს ერთიანობას:

“ჩემი ოცნება არის, რომ დავინახო ერთიანობა საქართველოს არა მხოლოდ მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ამ საკითხში, რასაც ჰქვია საქართველოს ევროინტეგრაცია, მე გულწრფელად მჯერა, რომ ყველა, მოსახლეობა და პოლიტიკური ელიტა ერთ ხმაში ილაპარაკებს – მთავრობა ინკლუზიურად იმუშავებს ოპოზიციასთან, ოპოზიცია კონსტრუქციულად იმუშავებს მთავრობასთან და ასევე იქნება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ეს არის ისტორიული მომენტი და მოითხოვს ერთიანობას.” თქვა ელჩმა.

განცხადებები ჰერჩნსკიმ ჟურნალისტებთან,. უკრაინაში ომის დაწყების ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართული პანელური დისკუსიის შემდეგ გააკეთა.

შეხვედრაზე კი დიპლომატებმა იმსჯელეს როგორია ომის პერსპექტივები და ისაუბრეს უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. ელჩების თქმით დღეს უკრაინა საკუთარ მოქალაქეებთან და ტერიტორიებთან ერთად მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას იცავს, რუსეთის აგრესია კი საფრთხე და გამოწვევაა ევროკავშირისთვის და ნატოსთვის.

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...