მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი...“ - 25 თებერვალი...

„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი…“ – 25 თებერვალი საქართველოში

Published on

„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი…“ –
ასე აღწერს 18 წლის მოხალისე ჯარისკაცი გივი ღამბაშიძე 1921 წლის 25 თებერვლის პირველ წუთებს, როცა ეს-ეს არის შეიტყო სარდლობის გადაწვეტილება, თბილისის დატოვების შესახებ.
საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქი 25 თებერვალს, გათენებამდე დატოვეს. რამდენიმე საათში თბილისი მე-11 წითელი არმიის ნაწილებმა დაიკავეს. გიორგი კვინიტაძის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა თბილისი და მოეხდინა ჯარების გადაჯგუფება მცხეთასთან, სავალალო შედეგი გამოიღო.
„გზადაგზა ჯარისკაცები, ჯერ თითო-თითოდ, შემდეგ კი ჯგუფ-ჯგუფად, თავს ანებებდნენ თავის ნაწილებს და თოფებითა და ტყვიისმფრქვევლებით მიდიოდნენ თავთავიანთ სოფლებში“, – ასე იხსენებდა უკან დახევის დეტალებს გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.
რეალურად, ქართულმა ჯარმა ახალი, ბრძოლის გასამართად ვარგისი პოზიციების დაკავება მხოლოდ ხაშურთან შეძლო, აქ კი თავი იჩინა არმიისა და სახალხო გვარდიის ხელმძღვანელობებს შორის კოორდინაციის პრობლემამ. გენერალური შტაბის ოფიცრის ვალიკო თევზაძის მოგონებების მიხედვით, გენერალმა კონიაშვილმა სთხოვა მას მოეხსენებინა კვინიტაძისათვის, რომ
„გვარდიელებმა დაადგინეს, არ შეუტიონ მტერს, შტაბი და ჯარი იშლება და მათზე ზეგავლენის მოხდენის საშუალება არა მაქვს“.
25 თებერვალსვე სერგო ორჯონიკიძე რუსეთში გზავნის ელვა-ტელეგრამას:

“მოსკოვი, კრემლი. ლენინს, სტალინს. ტფილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!”
თუმცა, ტელეგრამის მთავარი ადრესატები არ შეიმჩნევენ სიხარულს. 27 თებერვალს მოსკოვის საბჭოს პლენარულ სხდომაზე ლენინი იტყვის, შეუმოწმებელი ინფორმაციით, ტფილისში საბჭოთა მმართველობა დამყარდა და რუსეთი ფსონს საქართველოს პროლეტარიატზე დებსო.
ისტორიკოსი ერიკ ლი წერს, რომ ქართველები კიდევ დიდხანს უჭერდნენ მხარს თავიანთ არჩეულ ლიდერებს, რომელთა პოპულარობა პირადად იწვნია სტალინმა 1921 წლის ივლისში, როცა ნაძალადევის თეატრში შეკრებილ 5 ათას მუშას მენშევიკების უღლის გადაგდება მიულოცა. მსმენელმა სტალინის გამოსვლას ყვირილი და შეძახილები მიაგება:
„ტყუილია! აქ არ ყოფილა მენშევიკური უღელი! საქართველოში კომუნისტური რევოლუცია არ მომხდარა! თქვენმა ჯარმა თავისუფლება წაგვართვა!“.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...