მთავარისიახლეებიპრეზიდენტის მოქმედება იყო სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა - პაპუაშვილი

პრეზიდენტის მოქმედება იყო სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა – პაპუაშვილი

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს. მან სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პრეზიდენტი და თქვა, რომ ისიც “რადიკალიზაციის სამარცხვინო ფერხულში ჩაება”.

მისი თქმით, “ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქვეყნის გამთიშველი აღმოჩნდა”.

“ორი კვირის წინ ამ ტრიბუნიდან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მოვუსმინეთ, რომლის სიტყვებმაც კიდევ ერთხელ დაგვიტოვა გაწბილებისა და გულისდაწყვეტის ემოცია. ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული გამოსვლის ნაცვლად მოვისმინეთ პოლიტიკური ანგარიშსწორების კიდევ ერთი მცდელობა, რომელმაც კიდევ უფრო დააკნინა პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელი და მნიშვნელობა”, – თქვა პაპუაშვილმა.

მან გაიმეორა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, როცა მთავრობის ნებართვის გარეშე დაიწყო საგარეო პოლიტიკური აქტივობების განხორციელება.

“პრეზიდენტის მოქმედება იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრის მცდელობა, ეს არა მხოლოდ პოლიტიკური, პრინციპული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხია”, – თქვა პაპუაშვილმა.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...