მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი შვილის სამუდამო პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს

ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას ოჯახი შვილის სამუდამო პატიმრობიდან გათავისუფლებაში დახმარებას ითხოვს

Published on

რუსეთმა ქართველ მებრძოლს, მამუკა გაწერელიას, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. მარიუპოლის მცველს ის სულ მცირე 4 რუსი სამხედროს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებდა. მამუკა გაწერელიას დედა, დალი ჩხეიძე ამბობს, რომ მისი შვილი ნაწამებია და ითხოვს მის გათავისუფლებაში დახმარებას.

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 22 წლის მსროლელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. მამუკა გაწარელია დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (თავდასხმა სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეზე, რათა ხელი შეუშალოს აღნიშნული პირის კანონიერ საქმიანობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად) და რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის თ3 (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)

სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, სასამართლომ გაწარელიას სასჯელის სპეციალური რეჟიმის აღმზრდელობით კოლონიაში მოსახდელად უვადო პატიმრობა შეუფარდა, ” – წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობაში

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მამუკა გაწერელია ტყვედ 2022 წლის 20 მაისს, “აზოვსტალის” დატოვების დროს ჩავარდა. გაწერელიების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და აქამდე, მებრძოლის ტყვეობის ამბავს არ ახმაურებდა.რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ 22 წლის ქართველი მებრძოლის მამუკა გაწერელიას სამუდამოდ დაპატიმრების შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. მამუკა გაწერელია საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედროა. ის უკრაინაში 2022 წლიდან გაემგზავრა.

სიახლეები

ვერა და ვერ მიხვდა ეს ადამიანი, როგორ უნდა ესაუბროს ქართველ ხალხს – მდინარაძე ფიშერზე

ივანიშვილის წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე ამბობს, რომ იგი "შეურაცხყოფას აყენებს...

ჯაშუშობაში ბრალდებულ ირაკლი ჩიხლაძეს პატიმრობა შეეფარდა

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა...

“შეურაცხმყოფელ კამპანიებზე რეაგირების” სამმართველოს უფროსი თამთა ქიმბარიშვილი იქნება

ოცნების მიერ "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს" უფროსად თამთა ქიმბარიშვილი დაინიშნა. რუსთავი 2-თან...

როგორი ამინდი იქნება 2-4 ივნისს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2-4 ივნისს საქართველოს ცალკეულ რაიონში, შედარებით სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხალმოკლე...