მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა გვარამია - სასამართლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

ნიკა გვარამია – სასამართლო ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა

Published on

საქართველო იმყოფება ჭკუიდან გამდაცდარი რუსული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის ქვეშ. 
"მე ხელში მიჭირავს ერთ საათში დაწერილი 17-გვერდიანი განჩინება მოსამართლედ წოდებული ზონდერის, თამაზ ურთმელიძეს. ამ განჩინებას აქვს სულ ორსიტყვიანი შინაარსი – დიქტატურა დამყარდა. საქართველო იმყოფება ჭკუიდან გადამცდარი რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დიქტატურის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ურთმელიძემ საქართველოში დაასრულა ის მინიმალური დემოკრატიის ნიშნებიც კი, რომელიც ამ ქვეყანას ჰქონდა", – განაცხადა გვარამიამ. 
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების რეალური მიზანი იყო საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივის მოკვლა და არა სიტყვის თავისუფლება, ან რომელიმე კომპანია. "საქართველომ დაასრულა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლება, არა მხოლოდ დემოკრატია. სასამართლო ხელსუფლებამ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით მოკლა საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივა. სრულიად გამორიცხული გახდა ნებისმიერი შესაძლებლობა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის. რა ვიზალიბერალიზაციაზეა საუბარი, როდესაც მალე ჩვენ ფორუმზეც არ გვეყოლება ხალხი, რომელიც საქართველოს სახელით ისაუბრებს. ზურაბ ჟვანიას გამონათქვამი – მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი, ამ გადაწყვეტილებით სრულიად კარგავს შინაარს. ეს გადაწყვეტილება არის უახლესი ისტორიის გადაწერის მცდელობა, საქართველოს ჯანსაღი, დემოკრატიული პერსპექტივისთვის წერტილის დასმა და ამ გადაწყვეტილების მიზანი სწორედ ეს არის და არა "რუსთავი 2", არა რომელიმე კონკრეტული კომპანია, არა სიტყვის თავისუფლება. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი არის, რომ თქვენ შვილებს ხვალ გაეღვიძოთ რუსეთის ფედერაციაში, ევრაზიულ კავშირში და არა ევროკავშირში", – აღნიშნა გვარამიამ.

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...