მთავარისიახლეებისაზოგადოებაგთხოვთ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი - მაკრონის გუნდის...

გთხოვთ გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი – მაკრონის გუნდის წევრის მიმართვა EU-ს ხელმძღვანელობას

Published on

ევროკავშირის ხელმძღვანელობასა და ევროპარლამენტარებს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გუნდის წევრი, ნატალი ლუაზო წერილით მიმართავს და ალექსეი ნავალნის სიკვდილის ფონზე სთხოვს, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ ციხეში მყოფ პოლიტიკური ოპონენტების ბედს. წერილში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

“ალექსეი ნავალნის ტრაგიკულმა სიკვდილმა უნდა გვაიძულოს, რომ მეტი ყურადღება მივაქციოთ ციხეში მყოფი პოლიტიკური ოპონენტების ბედს მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.

სწორედ ამიტომ გვინდა თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედს, რომელიც დაკავებულია 2021 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაბრუნდა.

2023 წლის 15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, იმოქმედოს მისი გათავისუფლებისა და სამედიცინო მიზეზების გამო საზღვარგარეთ გადაყვანის სასარგებლოდ.

მას შემდეგ საქართველომ მოიპოვა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რაც უდაოდ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს. ამ კონტექსტში კიდევ უფრო შოკისმომგვრელია, რომ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ციხეში ჰყავს ადამიანი, რომელიც მათი პრეზიდენტი იყო, ადამიანი, რომელმაც წაიყვანა საქართველო დემოკრატიისკენ ვარდების რევოლუციის სათავეში დგომისას, ის ვინც იბრძოდა ადამიანის უფლებებისთვის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის კორუფციასთან ბრძოლისა და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ.

დღეს ჩვენ გთხოვთ, გაუგზავნოთ მკაფიო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათ აქვთ არჩევანი და რომ ამ არჩევანს ექნება შედეგები: ან გააგრძელონ საერთო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების გზა, გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი და მისცენ საქართველოდან წასვლის საშუალება საზღვარგარეთ შესაბამისი მკურნალობის მისაღებად, ან დატოვებენ მანს ტყვეობაში მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ისინი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენებენ ევროკავშირთან დაახლოების რეალურობას.

თუ ევროკავშირს შეუძლია მკაფიოდ ისაუბროს ყოფილ საბჭოთა კავშირში დაპატიმრებული პოლიტიკური ოპონენტების საქმეებზე, ეს აჩვენებს, რომ ალექსეი ნავალნის ბრძოლა ადარდებთ და ის ტყუილად არ მომკვდარა.

პატივისცემით ნატალი ლუაზო”.

წერილი, რომელიც ხელმოწერებისთვის ოფიციალურად ხუთშაბათს გამოქვეყნდება, “დღის სტუმარმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...