მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ ვიცი ვიყრი თუ არა კენჭს პრეზიდენტობაზე, მაგრამ ამ ჭიდილში პიროვნულად დავიღალე-...

არ ვიცი ვიყრი თუ არა კენჭს პრეზიდენტობაზე, მაგრამ ამ ჭიდილში პიროვნულად დავიღალე- მარგველაშვილი

Published on

თუ მომავალში კენჭს ვიყრი, ეს იქნება არა ჩემი პიროვნული ამბიციიდან, არამედ ეს რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე და ჯერ ეს არ გადამიწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 
 
მისი თქმით, დიდი პატივია ქვეყანას ემსახურო პირველი პირის და მთავარსარდლის რანგში, მაგრამ დამღლელია იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. 
 
”არ გადამიწყვეტია ვიყრი თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს. ძალიან დიდი პატივია ემსახურო საქართველოს, ქვეყნის პირველი პირის და მთავარსარდლის რანგში, მაგრამ აი ამ რაღაც იწილო-ბიწილოში და ამ ჭიქაში მუდმივ ქარიშხლებში და შავ პიარებში, პიროვნულად დავიღალე. ამ რაღაც ჯღანავის გაგრძელება, რომ ვიღაც გამოხტება და იტყვის – პრეზიდენტი მთავარსარდალი არ არის, მერე რატომღაც უნდა ვუპასუხო, ვიღაც გამოხტება და იტყვის, პრეზიდენტმა მარტო პანაშვიდებზე უნდა იაროსო და ინსტიტუტს მიაყენებს შეურაცხყოფს და ამაში რომ ვიხარჯები, ძალიან დამღლელია. 
დამღლელია, რადგან ამ ხალხს მე ვერ გამოვასწორებ, მათ მორალს მე ვერ გამოვასწორებ, მათ პოლიტიკურ ხედვებს მე ვერ გამოვასწორებ… მე, არც პირველ ჯერზე მიმიღია გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტი გავხდე, რადგან რაღაც ამბიცია მქონდა და თუ მომავალში კენჭს ვიყრი, ეს იქნება არა ჩემი პიროვნული ამბიციიდან, არამედ ეს რაღაც საჭიროებიდან გამომდინარე და ჯერ ეს არ გადამიწყვეტია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...