მთავარისიახლეებიმსოფლიო"თუ მომკლავენ, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში ძალიან ძლიერები ვართ... არ დანებდეთ.."...

“თუ მომკლავენ, ეს ნიშნავს, რომ იმ მომენტში ძალიან ძლიერები ვართ… არ დანებდეთ..” – ნავალნი

Published on

დოკუმენტურ ფილმში მისი მოწამლვის შესახებ, რომელიც 2022 წელს გამოვიდა და “ოსკარიც” მიიღო, ალექსი ნავალნი პასუხობს შეკითხვას, რა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ მას მოკლავენ:

“ჩემთვის მხოლოდ ერთი რამეა ნათელი: არ დანებდეთ! არ შეიძლება, არ არის საჭირო დანებება. თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უჩვეულოდ ძლიერი ვართ იმ მომენტში, რადგან ჩემი მოკვლა გადაწყვიტეს. და ამ ძალის, სიძლიერის გამოყენებაა საჭირო. არ დანებდეთ და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ერთად უზარმაზარი ძალა ვართ. ერთადერთი, რაც საჭიროა ბოროტი ძალების ზეიმისთვის, ეს კეთილი ძალების უმოქმედობაა. ამიტომაც, უმოქმედობა არ უნდა დავუშვათ!”

ვიდეოფრაგმენტის ნახვა შეგიძლიათ ტვ ოდიშის ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე. 

შეგახსენებთ, ალექსი ნავალნი, ოფიციალური ცნობით, შეუძლოდ გახდა და კოლონიაში მოულოდნელად გარდაიცვალა. კოლონიის ექიმებმა სიკვდილის მიზეზად თრომბი დაასახელეს. ყოფილი და მოქმედი სამართალდამცველები და ექიმები ამბობენ, რომ ეს დიაგნოზი “ცნობილი ოფიციალური დიაგნოზია”, რომლითაც რუსეთი არასასურველ პირებს იშორებს. 

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები, რომლებიც გამოეხმაურნენ ნავალნის მოულოდნელ გარდაცვალებას, თანხმდებიან, რომ სახეზეა, მინიმუმ, საეჭვო გარემოებები და “ყველა დეტალი უნდა იყოს გამოვლენილი”. 

ალექსი ნავალნის სიკვდილს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალება ტრაგედიაა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ყველა დამცველისთვის. 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...