მთავარისიახლეებისაზოგადოება4-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მსუბუქი ავტომობილი ამოიყვანეს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი...

4-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მსუბუქი ავტომობილი ამოიყვანეს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იყო

Published on

თბილისში, ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თითქმის, 4-საათიანი ძებნის შემდეგ, მაშველებმა მტკვარში გადავარდნილი მსუბუქი ავტომობილი ამოიყვანეს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იყო. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

თვითმხილველების თქმით, “ტოიოტას ” მარკის ავტომობილმა ჯერ ჯებირი გაანგრია, რის შემდეგაც მდინარეში გადავარდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ მყვინთავები.

ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თვითმხილველის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მოცურების კვალი არ არის.

“ვარდების მოედნიდან მოდიოდა ავტომობილი. არც მოცურების კვალი იყო, არც არაფრის, რასაც დავუკვირდით. ჯებირები ისეა მოტეხილი, რომ არც სანომრე ნიშანი, არაფერი არ არის დარჩენილი. გადავარდა მდინარე მტკვარში”, – აცხადებს თვითმხილველი.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...