მთავარისიახლეებისაქართველოში ამინდი უარესდება

საქართველოში ამინდი უარესდება

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

დედაქალაქში – თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 15-16 თებერვალს ზოგან გაწვიმდება, ხოლო 17 თებერვალს შესაძლოა თოვლიც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 15-16 თებერვალს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 17 თებერვალს +6, +8 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...