მთავარისიახლეებისაზოგადოებასამზე მეტ შინაურ ცხოველზე შეზღუდვა არ იმოქმედებს მათზე, ვინც თავშესაფრიდან აიყვანს, ან...

სამზე მეტ შინაურ ცხოველზე შეზღუდვა არ იმოქმედებს მათზე, ვინც თავშესაფრიდან აიყვანს, ან მიიკედლებს

Published on

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მაია ბითაძის ავტორობით დაინიცირდა.

ბითაძემ დღეს განმარტა ის ცვლილებები, რომლებსაც საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს და განაცხადა, რომ კანონპროექტს პარლამენტი სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაამტკიცებს.

“დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლის რაოდენობასთან დაკავშირებით, რაც 2025 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, მას შემდგომ რაც რეგისტრაციის პროცესი დასრულდება. აიკრძალება სამზე მეტი ძაღლის ყოლა საკუთრებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადამიანი აიყვანს თავშესაფრიდან, ან მიიკედლებს ცხოველს, ამ შემთხვევაში ეს შეზღუდვა მათთვის აღარ იარსებებს” ამბობს ბითაძე.

მისივე თქმით, ეტაპობრივად გამოიყოფა 80 მილიონამდე იმისთვის, რომ შეიქმნას ინეტრმუნიციპალური თავშესაფრები.

კანონპროექტი ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია და არ არის გამორიცხული ცვლილებები კიდევ შევიდეს. მას შემდეგ კი რაც საგაზაფხულო სესიაზე დოკუმენტს მიიღებენ, კანონის ნაწილი მაშინვე ამოქმედდება, ნაწილი კი 2025 წლიდან.

პროექტის მიხედვით, ბინაში სამზე მეტი შინაური ცხოველის ყოლისთვის შესაძლოა მეზობლების თანხმობა გახდეს საჭირო. უმრავლესობის თანხმობის გარეშე მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება. შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.

ცხოველის შეყვანა აიკრძალება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში, მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში და საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. იკრძალება ცხოველის მიტოვება.

სიახლეები

“მე გეტყვით, რა მგონია “ნაცები” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზაზა ბიბილაშვილი "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს და გორის პოლიციის თანამშრომლების...

სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს

წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, სამინისტრო სასკოლო ფორმების გამარტივებულ შესყიდვას ხელახლა, გაზრდილი ფასით ითხოვს- ინფორმაციას BMG...

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი...

გორში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის...