მთავარისიახლეებიპოლიტიკარა დაუჯდა უკრაინას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნა?

რა დაუჯდა უკრაინას მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნა?

Published on

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევება სავარაუდოდ, რვა ათასი ევრო დაჯდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
 
ტელეგადაცემა „სქემების“ ჟურნალისტების ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლითაც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინა დატოვა, პოლონურ ავიაკომპანია Jet Story-ს ეკუთვნის.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ნაქირავები თვითმფრინავი Hawker Beechcraft Premier 1A ნომრებით SP-RDW ბორისპოლის აეროპორტიდან ვარშავის მიმართულებით 12 თებერვალს 16:33 საათზე გაფრინდა.
 
ავიაკომპანია Jet Story-ს ასეთი თვითმფრინავით კიევიდან ვარშავაში მგზავრობა რვა ათასი ევრო ღირს.
 
ამასთან, ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ უკრაინას აღნიშნული რეისის ორგანიზებაში უკრაინული კომპანია Sky Handling-ი დაეხმარა.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...