მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაღდათში მეწყერში მოყოლილ მამას და 3 არასწრულწლოვანს ეძებენ

ბაღდათში მეწყერში მოყოლილ მამას და 3 არასწრულწლოვანს ეძებენ

Published on

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. ღამით ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია სამი ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ეძებენ 6 ადამიანს, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ახლობლების თქმით, ეძებენ მამას და მის სამ შვილს.

“წუხელ ერთი [ადამიანი] ამოიყვანს, ჩემ აქ არ ყოფნაში, ცოცხალი. დანარჩენების ძებნა მიდის. არასრულწლოვნები არიან, ერთი მამა და სამი ბავშვი,15-16 წლამდე”, – ამბობს ადგილობრივი.

ოჯახის ახლობელი, რომლის ნათესავებსაც ასევე ეძებენ “მთვართან” საუბარში ამბობს, რომ ნანგრევებში და მიწის მასაში მოყოლილია კიდევ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი, მისივე თქმით:

“ორი სახლი არის რომელიც იცით ძირითადად მიწასთან გასწორებული, ერთ სახლში არის ოთხი [ადამიანი] მამა და სამი შვილი, მცირეწლოვანი”.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...