მთავარისიახლეებიპოლიტიკაკიევში გზები და აეროპორტები ბლოკირებულია! ხალხი ქუჩებში გამოდის!

კიევში გზები და აეროპორტები ბლოკირებულია! ხალხი ქუჩებში გამოდის!

Published on

,,კიევში  გზები და აეროპორტები ბლოკირებულია!  ხალხი ქუჩებში გამოდის! რა ხდება? – ამ სათაურით აქვეყნებს რეპორტაჟს ინტერნეტგამოცემა ,,ელისე ჯორნალი''.
 
გამოცემის ინფორმაციით, კიევიდან კიევის ცენტრიდან ბორისპოლის აეროპორტისკემ ათასობით ადამიანი მიემართება – ისინი აეროპორტის ბლოკირებას აპირებენ. 
 
,,მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ უკრაინის დედაქალაქში ნამდვილი აფეთქება გამოიწვია – ხელისუფლება თავისი ამ  მოქმედებით უფრო და უფრო  აახლოებს თავისივე დასასრულს – წერენ  ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები და უბრალოდ მოქალაეები ინტერნეტმედიასა და სოციალურ ქსელებში – ნათქვამია რეპორტაჟში.
 
თავდაპირველად ცნობა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბორისპოლში მიყავთ და მის პოლონეტთში დეპორტაციას აპირებენ , სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელდა – საქართველოს ექსპრეზიდენტის, მოძრაობა ,,რუხის’’ლიდერის მიხეილ სააკაშვილის ერთერთი მხარდამჭერი , პოლიტიკური ბლოგების ცნობილ ავტორი ელიზავეტა ბოგუცკაია წერს, რომ იგი ახლა სხვებთან ერთად აეროპორტისკენ მიემართება.
 
ვარშავის რეისი 17 სააათსაადა 25 წუთზეა დანიშნული, როგორც ჩანს, მიშას ალბათ სწორედ ამ რეისით გაამგზავრებენ , ამავდროულად აუცილებელია დასავლეთის მიმართულების გაკონტროლება, ჩვენ გადავკეტავთ ყველა გზას , ვაცხადებთ სრულ მობილიზაციას’’ – წერს იგი.  
,,ყველანი ბორისპოლისკენ!’’  – მოუწოდებს მხარდამჭერებს სააკაშვილის თანაგუნდელი დავით საყვარელიძე და წერს, რომ ხალხმა სოციალურ ქსელებში თვითმობილიზაცია დაიწყო.
 
40 წუთში ამ მოწოდებას 7 000 ადამიანი გამოეხმაურა. უკვე ცნობილია, რომ ხალხით სავსე ავტობუსები დაიძრა უკრაინის სხვადასხვა ოლქებიდან.
 
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების ნაწილი ჟულიანის, ნაწილი კი „ბორისპოლის“ საერთაშორისო აეროპორტისკენ მიემართება. ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ივან სლობოდანიუკი ავრცელებს.
 
მხარდამჭერების ორივე აეროპორტში გადანაწილება სავარაუდოდ იმის გამო გადაწყდა, რომ ამ დრომდე უცნობია ზუსტი ადგილი, თუ სად მიჰყავთ მიხეილ სააკაშვილი, თუმცა არსებული ცნობით, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი „ბორისპოლის“ აეროპორტში გადაჰყავთ.
 

ავტორიტეტრული პოლიტოლოგი სერგეი გაიდაი დარწმუნებულია, რომ პოროშენკომ თავის თავს, როგორც ხელისუფალს, სააკაშვილის დაკავებით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ‘’
უკრაინას აზანზარებს! ხალხი აჯანყების ზღვარზეა! პროპუტინელი ოლიგარქი ბარონი პოროშენკო ცუდად დაასრულებს  – დასძენს გამოცემა 
 

სიახლეები

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...