მთავარისიახლეებიპოლიტიკაგახარია "ოცნებას" ამხელს და ერთმანეთზე გადაკიდებულ ჯგუფად მოიხსენიებს

გახარია “ოცნებას” ამხელს და ერთმანეთზე გადაკიდებულ ჯგუფად მოიხსენიებს

Published on

“ქართული ოცნება” როგორც უმიზნო, ერთმანეთზე გადაკიდებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ბოლო 3 წელში დეგრადირდა – ასე აფასებს მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი, გიორგი გახარია, “ოცნებაში” მიმდინარე ცვლილებებს საკუთარ Youtube არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი შეფასებით, ამ ცვლილებებმა მმართველი გუნდის სისუსტე გამოაჩინა. მიზანი კი, გახარიას თქმით, კორუფცია, ერთმანეთთან ბრძოლა და ძალაუფლების გახანგრძლივების სურვილია.

ის ასევე ამბობს, რომ “ოცნების” ნაბიჯები და ქმედებები ლოგიკურ ანალიზს აღარ ექვემდებარება და პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.

“ეს დებატები, გარდა იმისა, რომ აუცილებელია, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ მას არა აქვს რესურსი ამაზე უარი თქვას. მარტივად აგიხსნით, ის თუ არ გახდა ამ საარჩევნო კამპანიის სახე, გამოსავალი არის, ლოგიკური დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ ორი: პირველი, ის, რომ ის ემზადება უბრალოდ არჩევნების გასაყალბებლად. იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც მისგან ელოდებიან ნებართვას ტაში დაუკრან ან სცენაზე ავიდნენ, ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკას ქვეყანაში ვეღარ გაატარებენ. და ის ადამიანები, რომელიც მან გამოვიდა და უაპელაციოდ ერთი გააგდო, მეორე დააწინაურა ან არ დააწინაურა, არავინ არ იცის ამას რა შედეგები მოჰყვება, ხო. და ამის უკან არანაირი ახსნა-განმარტება არ ყოფილა, მოტივაცია არ ახსნილა, ხო. გამოდის, რომ ეს ხალხი არაფერზე პასუხისმგებელი არ არის”, – ამბობს გახარია.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...