მთავარისიახლეებიმსოფლიოდღე 711-ე, დაცემული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენება და სხვა დეტალები - რუსეთ-უკრაინის ომი

დღე 711-ე, დაცემული ქართველი მებრძოლების ჩამოსვენება და სხვა დეტალები – რუსეთ-უკრაინის ომი

Published on

უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში დაცემულ ორ ქართველ მებრძოლს, “ქართული ლეგიონის” წევრებს ზურა წიკლაურსა და გოჩა ჟვანიას კიევში დღეს ნაშუადღევს დაემშვიდობებიან ის მეგობრები, ნაცნობები და უკრაინის მოქალაქქები, რლმლებიც უკრაინაში არიან და გამოსამშვიდობებლად მისვლას მოახერხებენ. 

ორი ქართველი მებრძოლის ცხედარს დღესვე საქართველოსკენ გამოაცილებენ. ზურასა და გოჩას თბილისში 7 თებერვალს, გამთენიისას, თბილისის დროით 04:00-ზე, კიშინიოვი-თბილისის ავიარეისით ჩამოასვენებენ. 

შეგახსენებთ, ქართველი მებრძოლები უკრაინაში ორ თებერვალს დაიღუპნენ. 

ტელერადიოკომპანია “ოდიში” კიდევ ერთხელ უცხადებს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, მეგობრებსა და სრულიად საქართველოს.

რაც შეეხება სიტუციას ბრძოლის ველზე და სხვადასხვა მიმართულებებზე, მდგომარეობა ისევვ დაძაბლი რჩება. უკრაინელების მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ოკუპანტები ბევრად აღემატებიან რიცხობრივად და, კაცმა რომ თქვათ, არც საბრძოლო მასალების ნაკლებობას განიცდიან. სიტუაციის გამოსწორებას ყველა გაზაფხულზე ვარაუდობს და ამაში არის ლოგიკის მარცვალი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ უნგრეთი დაყოლიებულია უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფაზე, ხოლო დამატებით, გერმანიამ ჯერ კიდევ განბლოკვამდე დაიწყო უკრაინისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდავის სისტემების ერთეულების მიწოდება. 

უკრაინასთან მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში გუშინაც ცხელოდა. რამდენიმე აფეთქება გაისმა ბრიანსკში, ხოლო ლენინგრადის ოლქში, როგორც უკვე ვიუწყებოდით. “ლუკოილის” კუთვნილი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე გახდა – ქ ორი აფეთქების შემდეგ გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება კარგა ხანს ვერ მოხერხდა, რადგან მისადგომად რთული ადგილები აალდა. 

აფეთქების ხმები ბელგოროდშიც ისმოდა, დაზიანდა ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. ოკუპანტებმა, საპასუხოდ, ხერსონი დაბომბეს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...