მთავარისიახლეებირუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში

რუსეთი არ შეიძლება იყოს სომხეთის მთავარი პარტნიორი თავდაცვის სფეროში

Published on

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ უნდა გაიგონ ვისთან შეიძლება ქვეყანას რეალურად ჰქონდეს სამხედრო-ტექნიკური და თავდაცვითი ურთიერთობა.

მისივე განცხადებით, წარსულში სომხეთის თავდაცვის სექტორის ურთიერთობების 95-97% რუსეთთან იყო. ფაშინიანის აზრით, სომხეთს არმიის განვითარების კონცეფციის შეცვლა სჭირდება.

” ახლა ეს არ შეიძლება იყოს იგივე, როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო. ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორი ურთიერთობა გვაქვს, მაგალითად, ინდოეთთან ამ კონცეფციაში”, – განაცხადა მან.

ფაშინიანმა თქვა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ახალი კონცეფცია, პროცესი, მისი თქმით, წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

მან აღნიშნა, რომ ერევანი ეძებს ახალ პარტნიორებს, რადგან მოსკოვმა ვერ შეასრულა მოკავშირის ვალდებულებები. სომხეთის პრემიერი ამბობს, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა სომხეთს თავდაცვის სფეროში ახალი პარტნიორების მოძიების აუცილებლობა აჩვენა.

სიახლეები

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...

SJC- 2014 წელთან შედარებით, 2024 წელს ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილი 63.7%-დან 55.6%-მდე შემცირდა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები დაამუშავა...

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...