მთავარისიახლეებიმსოფლიოკირილ ბუდანოვის ინტერვიუ CNN-თან - ძირითადი თეზისები

კირილ ბუდანოვის ინტერვიუ CNN-თან – ძირითადი თეზისები

Published on

უკრაინის დაზვერვის შეფმა კირილ ბუდანოვმა CNN-თან ინტერვიში აღნიშნა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე, სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმების რაოდენობა, დიდი ალბათობით, გაიზრდება, თუმცა, ამასთან უკრაინის კავშირი არც დაადასტუურა და არც არყო. 

კიდევ რაზე ისაუბრა უკრაინის მტავარმა მზვერავმა:

🔸 უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარ გამოწვევად რჩება საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალები.

🔸 უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით ჩვენ და რუსეთი თანაბარ დონეზე ვდგავართ.

🔸 მოიერიშე თვითმფრინავებს А-10 ნამდვილად შეუძლიათ დიდი ზიანის მიყენება რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.

🔸 უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონზე მეტი რუსი დამყრობელია, რაც უახლოეს პერსპექტივაში ფრონტის ხაზზე ჩვენს წინსვლას, ფაქტობრივად, გამორიცხავს.

🔸 რუსეთის ძირითად, კრიტიკულ და სამხედრო ინფრასტრუქტურებზე შეტევების რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

🔸 ცეცხლმოდებული ნავთობაზები, დანგრეული ფაბრიკები და ქარხნები რუსეთის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, ომის რეალური სურათი დაინახონ.

🔸 ომი რუსეთთან მხოლოდ მაშინ შეიძლება დასრულდეს, როცა იმ ტერიტორიას დავიბრუნებთ, რაც დავკარგეთ.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...